LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროცედურები გვჭირდება ჯანსაღი ღიმილისა და პირის ღრუსთვის – სილამაზის აკადემია

6
xatuna

გადაცემის ლაივი LIVE

რა პროცედურები გვჭირდება ჯანსაღი ღიმილისთვის, როგორი უნდა იყოს პირის ღრუს მოვლის რუტინა, რომელია ღრძილებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებები, რატომ არის წელიწადში ორჯერ კბილების ჰიგიენური წმენდის ჩატარება აუცილებელი, ამ ყველაფრის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა-პაროდონტოლოგმა, თერაპევტმა ხათუნა ხუციშვილმა ისაუბრა.

რა არის პაროდონტოლოგია და პირის ღრუსთან დაკავშირებით რა საკითხებს შეისწავლის ის ?

პაროდონტოლოგია, ეს არის დარგი, რომელიც შეისწავლის კბილის ირგვლივ არსებული რბილი და მაგარი ქსოვილების ჯანმრთელობას, დაავადებასა და მათთან დაკავშირებულ პრობლემებს. რბილი და მაგარი ქსოვილები უზრუნველყოფენ კბილის ფიქსაციას კბილბუდეში და ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ღიმილის ესთეტიკის ჩამოყალიბებაში. რბილი და მაგარი ქსოვილების ჯანმრთელობა საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ჩვენი ღიმილის სიჯანსაღეს და ესთეტიკურობას, შესაბამისად მათ განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება.

რა იწვევს პაროდონტის დაავადებებს?

პაროდონტი ქსოვილთა კომპლექსია, რომელიც აერთიანებს კბილის ირგვლივ არსებულ რბილ და მაგარ ქსოვილებს, უზრუნველყოფს კბილის სიმყარეს ყბის ძვალში. პაროდონტის დაავადებების განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს ბიოაპკის არსებობას, თუმცაღა ასევე არსებობს მთელი რიგი ადგილობრივი თუ ზოგადი რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ან ართულებენ პაროდონტში არსებულ ანთებით პროცესებს. პაროდონტის მრავალი დაავადება არსებობს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი კბილების სიმყარეს და ხშირად მათი დაკარგვის მიზეზიც ხდება.

რა არის ღრძილის ანთების ნიშნები?

ღრძილის ანთებისათვის დამახასიათებელია სიწითლე, შეშუპება და სისხლდენა. ადრეულ სტადიაზე, ანთებითი პროცესი მხოლოდ ღრძილს მოიცავს, ანუ ვითარდება გინგივიტი. თუ არ ვუმკურნალებთ გინგივიტს, ის დაიწყებს პროგრესირებას, რის შედეგადაც პროცესი ვრცელდება ძვალზე და ვიღებთ დაავადების უფრო მძიმე ფორმას, რომელსაც პაროდონტიტი ეწოდება. მას კი თან ახლავს კბილების მორყევა და რიგ შემთხვევაში მათი დაკარგვაც კი.

ახდენს თუ არა გენეტიკურ ფაქტორი ღრძილის დაავადებების განვითარებაზე გავლენას?

ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, პაროდონტის დაავადებების განვითარებაშიც გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ რადგან გენეტიკური განწყობა გაქვთ, თქვენც, თქვენი წინაპრების მსგავსად, აუცილებლად ადრეულ ასაკში დაკარგავთ კბილებს. სწორად დაგეგმილი მკურნალობა და პირის ღრუს კარგი, სწორი ჰიგიენა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სხვადასხვა გართულებები.

ახდენს თუ არა ორგანიზმის ზოგად მდგომარეობა გავლენაა პირის ღრუზე ?

პირის ღრუ წარმოადგენს ორგანიზმის სარკეს. ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ დაავადების პირველადი კლინიკური ნიშნები სწორედ პირის ღრუში ვლინდება. თავის მხრივ პირის ღრუც გავლენას ახდენს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, მაგალითად პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა ართულებს საკვების სრულფასოვან დაქუცმაცებას, რაც თავის მხრივ ნეგატიურ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ასევე არსებობს კვლევები იმის შესახებ, ღრძილის დაავადებები ორსულობის დროს ზრდის ისეთი გართულებების რისკს ,როგორიცაა გესტაციური დიაბეტი, პრეეკლამფსია, ნაადრევი მშობიარობა და მცირე წონის ნაყოფის დაბადება.

რა არის საჭირო პაროდონტის დაავადებების პრევენციისათვის?

იქიდან გამომდინარე რომ პაროდონტის დაავადებების განვითარებაში ბაქტერიულ ბიოაპკს წამყვანი როლი უჭირავს, პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის სრულფასოვან შესრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. კბილები უნდა გავიხეხოთ დილა საღამოს, თითოეულ ნაწილში უნდა განვახორციელოთ მინიმუმ 10 ჩამოგვითი მოძრაობა და ასევე უმნიშვნელოვანესი კბილთაშორისი სივრცეების გაწმენდა, რომლისთვისაც არსებობს სპეციალური, კბილთაშორისი ჯაგრისები, რომლის ზომის შერჩევაც ხდება პაროდონტოლოგის მიერ და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ირიგატორი.

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კბილების გამოხეხვა ?

კბილების გამოხეხვა უნდა დავიწყოთ პირველი კბილის ამოჭრისთანავე. არსებობს სპეციალური თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები, რომლის საშუალებითაც დედა უწმენდს პატარას კბილს. შემდეგ, კბილების რაოდენობის ზრდასთან ერთად ხდება, შესაბამისი, ასაკობრივი ჯაგრისების შერჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები