LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროცედურებია რეკომენდებული გარუჯვამდე და გარუჯვის შემდეგ – სილამაზის აკადემია

5
დაკო-სუდაძე

როგორ დავიტენიანოთ და მოვუაროთ გარუჯულ კანს – დერმატოლოგი დაკო სუდაძე სტუმრად გადაცემაში “სილამაზის აკადემია”.

როგორ აზიანებს გარუჯვა ჩვენს კანს?

კანის მოვლა იწყება გარუჯვამდე. უნდა ვიცოდეთ მზის დამცავის სწორად გამოყენება. გარუჯვის ეფექტი ბევრს მოსწონს, თუმცა არის ბევრი გვერდითი მოვლენა, ეს არის გამოშრობა და ფოტო დაბერება. ფოტო დაბერება ნაოჭების გაჩენის რისკფაქტორებში არის უმთავრესი. რაც შეეხება კანის სიმშრალეს, მშრალი კანი გამოირჩევა დაქვეითებული იმუნიტეტით.

უმნიშვნელოვანესია კანის დატენიანება. კანის ტიპის მიხედვით უნდა შევარჩიოთ დამატენიანებელი კრემი. არსებობს სხვადასხვა ტექსტის კრემი და უნდა შეირჩეს სწორად.

რა პროცედურებია რეკომენდებული გარუჯვამდე და გარუჯვის შემდეგ?

როგორც პრევენციისთვის ასევე შემდგომ შეუცვლელი პროცედურების ნუსხაშია ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია და პლაზმოთერაპია, რომელიც არის ფიზიოლოგიური და ის არ გამოიყენება მხოლოდ დერმატოლოგიაში, მას ფართო გამოყენების არეალი აქვს.

რა იგულისხმება დოზირებული გარუჯვაში?

დოზირებული გარუჯვა გულისხმობს დილის 11 საათამდე გარუჯვას და 5 საათის შემდეგ. გარუჯვის პარალელურად საზიანოა ალკოჰოლის მიღება, მნიშვნელოვანია წყლის სწორად მიღება და საკვების ფაქტორი. ასევე მზის დამცავი უნდა წავისვათ რამდენიმე საათიანი ინტერვალით.

მზე ბევრი დერმატოზის დროს დადებითად მოქმედებს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ის რამდენჯერმე ზრდის კანის სიმსივნეების და პიგმენტაციის რისკს. ამ კუთხით არ არის გამონაკლისი სოლარიუმი, მისი უკუჩვენება რამდენჯერმე აღემატება მზეს ულტრაიისფერი გამოსხივებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები