LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა როლი ითამაშა პანდემიამ მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიაში – სილამაზის აკადემია

6
lelaotarashvili

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გავიკეთოთ ტრენდული მაკიაჟი, რა ფორმის წარბია დღეს მოთხოვნადი, როგორ მოვუაროთ წამწამებს – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ბიუთი ექსპერტმა ლელა ოთარაშვილმა ისაუბრა.

რა როლი ითამაშა პანდემიამ მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიაში?

პანდემიამ დიდი როლი ითამაშა მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიაში. ვინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს დასჭირდებოდა გლობალური პანდემია, რათა საბოლოოდ მიეცა ჩვენი ღარიბი და ნაწვალები წარბების თაღებისთვის შესვენება. წარბების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ვნახავთ 2021 წელს, არის დავარცხნილი, ბუნებრივი გარეგნობის მქონე წარბი. თმა, მეიქაფი და წარბი გამოირჩევა თავისუფალი სტილის და ბუნებრივი ფერების მრავალფეროვნებით. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ძალიან აქტუალური იყო მეტად აფუმფულებული წარბები, რომელსაც “Boy Brow”-ს სტილით არის ცნობილი, წლევანდელ წელს კიდევ უფრო დაიხვეწა ფორმები, მიიღო კიდევ უფრო გეომეტრიულად შესამჩნევი “ლიფტინგი’’, დაემატა კიდევ უფრო სუფთა მკვეთრი შეტეხვა“ ანუ თაღები, მაგრამ ამავე დროს წარბი რჩება ფუმფულა და სავსე.

როგორია ყველაზე ტრენდული სტილი წარბის ფორმებში?

დღევანდელ ყველაზე ტრენდულ სტილს ეწოდება “GeoLift”. წარბის ამ ტრენდული სტილის სახასიათო ვიზუალით გამოირჩევა მოდელი კაია გერბერი. ასევე ძალიან პოპულარულია “Eye Lift” წარბები, როლის მთავარი ინსპირაცია ეკუთვნით K-Beauty და Jerrers-ის მიერ წამოწყებულ ტრენდს რომელიც ფანატიკური პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტ სივრცეში. წელს ასევე ტრენდულია მსუბუქი ომბრეს“ სტილი, მსუბუქი დაფერვის, დაპუდრის მეთოდით და ასევე სტილი მსუბუქი შეფერადებით. სილამაზის ინდუსტრიაში არსებობს უამრავი საშუალება ამ ეფექტების მისაღწევად. მთავარია რომ სწორად იყოს გამოყენებული პროდუქციის ფერი და ფორმულა სწორედ იმ საუკეთესო ბუნებრივი შედეგის მისაღწევად. ფუმფულა, სავსე, ბუნებრივი წარბი ყველა ქალბატონისთვის ფასდაუდებელია.

წარბის თმა საკმაოდ რთულად იზრდება…

ქალბატონებს ვურჩევ, რომ თავი აარიდონ ნებისმიერ ტენდენციას, რომელიც მოითხოვს წარბიდან ბევრი თმის მოცილებას. წარბის თმა მეტად სუსტი და ნაზია, ამიტომ ის საჭიროებს მუდმივ მოვლას , რომ დიდ ხანს შევინარჩუნოთ წარბზე თმა და ბუნებრივი სილამაზე.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებული „მეიქაფის“ ტენდენციებს…

2021 წლის მეიქაფისტენდენციებიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებრივი სტილით. ისევ ტრენდულად რჩება “No MekaUp MakeUp” ლუქი. გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო მსუბუქი ხდება ტონალური საცხების და კორექტორების დაფარვის ეფექტი. მსოფლიო სილამაზის ინდუსტრია გადასულია ეგრეთ წოდებული “Clean MakeUp”-ის გამოშვებაზე. ბიუჯეტური თუ ლაქშერიბრენდები დიდ კონკურენციაში არიან თუ რომელი შექმნის ყველაზე სუფთა, გაფილტრულ და ამავდროულად კანის მოვლის დანამატებით და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას. „მეიქაფში“ დიდი მნიშვნელობა აქვს სახის ნაკვთებს, კანის ტიპს, თვალების და წარბების ფორმას, სწორედ ამ დეტალების მიხედვით ხდება მეიქაფის“ შერჩევა. რაც არ უნდა გამოყენებული იყოს სხვადასხვა ლუქები როგორებიც არის “Red Carpet Eyes”, “Smoky Eyes”, “Faux Eyes”, “Doll Eyes”, “Cat Eyes”, “Glossy Eyes”, “Multicolor Eyes” “Winged Eyeliner” და უამრავი სხვა ეფექტი, ყველაფერი მაინც მიდის ბუნებრივი დაბოლოებისკენ. „მეიქაფი“ ისე უნდა იყოს შესრულებული რომ ჩვენ მივიღოთ განსაკუთრებულად ბუნებრივი და ახალგაზრდული კანი და თვალის ფორმა.

ასევე ტრენდული გახდა ფუმპულა წამწამები. ამ ეფექტისთვის ბევრი მიმართავს პროფესიონალურ წამწამების დაგრძელებას. დაგრძელებული და ფუმფულა წამწამები ნამდვილად შეუდარებელია ქალბატონების გარეგნობაში, მაგრამ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ბუნებრივი წამწამის ჯანმრთელობა. პოპულარული ტრენდები კარგი და ეფექტურია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი ჯანმრთელობა პირველია. დიდი სიფრთხილეა საჭირო წამწამების პროცედურის დროს. პირველ რიგში გამოყენებული უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია,(წამწამების წებო და ხელოვნური წამწამები).სწორად უნდა იყოს შერჩეული წამწამის სიგრძე, სისქე და ფორმა,რათა შემდეგ არ გამოიწვიოს საკუთარი წამწამების ცვენა. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სრულიად უკონტროლოა ეს სფერო. ხდება კატასტროფულად დაბალი ხარისხის პროდუქციის გამოყენება და დიდი არაპროფესიონალიზმი, რაც შემდეგ დებს სწორედ იმ სასტიკ შედეგებს რაც ემართებათ ჩვენს ქალბატონებს. სილამაზის სფეროს წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ამ კონკრეტულ პროცედურაზე, რათა არ დავაზიანოთ ქალბატონების ჯანმრთელი თვალები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები