LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში გვეხმარება ჯანსაღი ცხოვრება და როგორ ვიკვებოთ სწორად  – სილამაზის აკადემია

36
salomeberaia

რაში გვეხმარება ჯანსაღი ცხოვრება და როგორ ვიკვებოთ სწორად  – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ჩერის Fitness-ის დირექტორმა სალომე ბერაიამ ისაუბრა.

რა არის ჯანსაღი ცხოვრება?

ხშირად შემხვედრია ეს შეკითხვა, სამწუხაროდ, უმეტეს წილად არასწორი განმარტებებითა და მიდგომებით. რატომღაც ჯანსაღი ცხოვრება ასოცირდება შიმშილთან და „დიეტებთან ‘’. დიეტა და შიმშილი ვერაფრით ვერ იქნება ჯანსაღი. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ ჯანსაღი ცხოვრება არ არის დაძაბულობა და დისკომფორტი. ეს არის ბუნებრივი ცხოვრების სტილი, რომელსაც ვირჩევთ გააზრებულად ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის სასარგებლოდ. ჯანსაღი ცხოვრების წესს შევადარებ საბავშვო პერიოდს. გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა როგორ ვიკვებებოდით, დღეში რამდენჯერ გვაჭმევდნენ და როგორ ვიყავით ფიზიკურად დატვირთულები, როცა უფრო მეტად სოციალურები ვიყავით ჩავდიოდით ეზოში და ვთამაშობდით. ძალიან მარტივ ენაზე რომ ავხსნათ ჯანსაღი ცხოვრება არის ფიზიკურ აქტივობას + დღეში რამდენიმეჯერ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით სახლში მომზადებული საკვების ჭამა. ეს არის ძალიან მარტივი ახსნა და არ სჭირდება ზედმეტი გაფორმება . თუ ამ ყველაფერს დავამატებთ ახლად შემოსულ თანამედროვე სუპერ ფუდებს“ (ესენია: ჩიას მარცვალი, გოჯი, ბერი, სელის თესლი, გოგრის თესლი და ნებისმიერი კენკროვანი), რა თქმა უნდა იქნება ბენეფიტი.

ფიზიკური აქტივობის გარეშე წარმოუდგენელია. რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო მეტად უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური. ეს იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი იმხელა კალორაჟს და იმდენ საკვებს ვეღარ ინელებს, რასაც ინელებდა ახალგაზრდობაში ან ადრეულ ასაკში. ჩვენი საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ნელ-ნელა, წლებთან ერთად გამოდის მწყობრიდან. გვემატება ასაკი – ვუმატებთ ფიზიკურ აქტივობას, რა თქმა უნდა ჭკვიანურად. ზომიერების და ბალანსის დაცვა ყველაფერში აუცილებელია.

რას მოიცავს ჯანსაღი კვება?

ახლანდელი ტრენდები არ უჭერენ მხარს იმ მოსაზრებას, რომ აუცილებელია დღეში რამდენჯერმე ჭამო, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას რამდენჯერ შეჭამ, თუმცა რეალურად თუ გვსურს რომ კუჭი გვქონდეს ჯანსაღი, ძალიან კარგია თუ დღეში რამდენიმეჯერ შევჭამთ. 3 ძირითადი საკვები აუცილებელია. თითოეულ კვებაზე თეფში აუცილებლად უნდა იყოს ბალანსირებული, ის უნდა შედგებოდეს ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლებისგან . აქვე მინდა ხაზი გავუსვა, იმას რომ ჩვენთან ნახშირწყალი ასოცირდება მხოლოდ ბოსტნეულთან, თუმცა ეს არასწორია რადგან ყველას სჭირდება ენერგიის წყარო. ენერგიის წყარო რთული ნახშირწყლებია, როგორიცაა: ბურღულეული და სახამებლიანი ბოსტნეული, კარტოფილი, ლობიო და ყველა პარკოსანი. მერე კომპონენტი არის ცილა. ცილის წყაროა : ხორცპროდუქტი, რძის პროდუქტი , ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის პარკოსნები , მუხუდო, ოსპი და ა.შ . და თხილეული. ასევე აუცილებელია მესამე კომპონენტი ცხიმი, განსაკუთრებით ქალებისთვის.  „დიეტებში“ ხშირად ვხვდებით უცხიმო საკვებს, ამიტომ გაგვიჩნდა არაჯანსაღი დამოკიდებულება ცხიმის მიმართ , ჯანსაღი ცხიმი პირიქით ,ძალიან კარგია ქოლესტერინისთვისაც და წონის კონტროლისთვისაც. ჯანსაღი ცხიმია, მაგ : ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, ავოკადო, თხილეულიდან მიღებული ცხიმი.

რაზე აისახება ჯანსაღი ცხოვრება?

ჯანსაღი ცხოვრების წესი პირველ რიგში აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ორგანიზმის გაძლიერებაზე, სამყაროში, სადაც ყველგან მძვინვარებს სხვადასხვა ტიპის ვირუსი თუ დაავადება , სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესი გვეხმარება ამ ვირუსებთან მარტივად გამკლავებაში. უფრო მარტივად ვუმკლავდებით და უფრო ადვილია ასეთი ადამიანისთვის ოპერაციის შემდეგ, სხვადასხვა გართულებებისა ან თუნდაც ტრავმის შემდეგ აღდგენა-რეაბილიტაცია. ჯანსაღი ცხოვრება პირდაპირ კავშირშია იმუნიტეტის გაძლიერებასთან. მეორე ბენეფიტი არის ენერგია, უფრო პროდუქტიულები ვხდებით, როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივად, გვიუმჯობესდება მახსოვრობაც. შესაბამისად კარიერა იქნება, ოჯახი თუ გარე სოციუმი ყველგან უფრო ენერგიულები, სიცოცხლის უნარიანები, ლაღები და ზოგადად უფრო პროდუქტიულები ვხდებით. სულ ბოლოს, ბონუსად მოჰყვება ამ ყველაფერს გაუმჯობესებული ფორმები და ვიზუალი, ვიზუალი შეგნებულად ვახსენე ბოლო პუნქტად , რადგან ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღად კვებას იმდენად დიდი ბედნიერება და კმაყოფილება მოაქვს შინაგანად, გარეგანი ფაქტორი – ვიზუალი უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები