LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ იკავებდა დიანა ჯოჯუა პირდაპირ ეთერში ცრემლებს და რატომ ეძახდნენ მას ბინ ლადენს

45
dian-jojua-vizitori-g

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემის „ვიზიტორი“ სტუმარია ტელეწამყვანი  და ჟურნალისტი დიანა ჯოჯუა. ცნობილმა ტელესახემ  კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე ისაუბრა.

დიკო და ბავშვობა

ჩემი ბავშვობა იყო არაჩვეულებრივი და ფანტასტიკური. აქტიური ბავშვი ვიყავი. მსახიობობაზე და ცნობადობაზე არასდროს მიოცნებია. მქონდა პერიოდი, როდესაც ექიმობაც მსურდა, ბოლოს კი იურისტობა გადავწყვიტე, ერთმა დღემ კი ყველაფერი შეცვალა, ამ თემას ახლა არ შევეხები. შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოვხვდი.

კარიერა

ჟურნალისტიკას ჩემმა მეგობარმა, ტატო ხაბაზშვილმა მაზიარა, მან მე ,,იბერვიზიაში” მიმიყვანა. აქედან დაიწყო ყველაფერი, როდესაც ტელევიზიაში ფეხს შედგამ, იქედან გამოსვლა შუძლებელია.

პირველი სიუჟეტი 17 წლის ასაკში მქონდა, როდესაც ედუარდ შევარდნაძის სამუშაო კაბინეტში მოვხვდი და საოცრად გაოცებული ვიყავი, პირველი ეთერი კი, 2000 წელს – „იბერიაში“. ძალიან ვნერვიულობდი და ჩემმა მეწყვილემ ჩუმად, ყავაში კონიაკი ჩამისხა. ნერვიულობა მომეხსნა და არაფერი შემშლია.

შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო. მოამბის წამყვანი გავხდი. სხვათა შორის რადიოშიც მიმუშავია.

ის ბნელი პერიოდი, რომელიც მაშინ ჩვენს ქვეყანაში იყო, ძალიან კარგად მახსენდება. იყო კომუნიკაცია და უსაზღვრო სითბო, უფრო ახლოს ვიყავით ერთმანეთთან ვიდრე ახლა.

შემდეგი ეტაპი „იმედი“ იყო.  მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიმყავდა, დღის გამოშვებებიც, „ტელეიმედი“ ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია.

ყველაზე მძიმე, რთული და გარდამტეხი მოვლენები ჩვენს ქვეყანაში სწორედ ჩემს „ტელეიმედში“ მუშაობის დროს ხდებოდა. პოდიუსერმა ბინ ლადენიც შემარქვა, როცა ეთერში ვიყავი, სწორედ მაშინ ხდებოდა უამრავი რამ და მოვლენების ეპიცენტრში ვხვდებოდი.

შემდეგ კი იყო ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე პერიოდი, ტელეკომპანია „რუსთავი 2,“ რომელიც  ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი შვილივითაა, ჩვენ ყველაფერში პირველები ვიყავით და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

მე და ზალიკოს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, 10 წლის განმავლობაში გვერდიგვერდ ვისხედით და როდესაც წავიდა, ძალიან დიდი ემოციები დამეუფლა, ეთერში ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.

შემდეგ იყო მეორე უმძიმესი ეტაპი, ,,რუსთავი 2-ის”  დატოვება, თუმცა უკან არ ვიხედები. ყველაფერი წინ გვაქვს, ჩვენ შეუძლებელი შევძელით და კიდევ უამრავი რამ გვაქვს წინ. ნიკა გვარამიას სახით, ძალიან ძლიერი ლიდერი გვყავს.

ოჯახი

მგონია, რომ ჩემი მაყურებლების ოჯახის წევრი ვარ, ამას ხშირად მეუბნებიან ხოლმე. ერთადერთი იარაღი მაქვს, ჩემი სიტყვა და ეთერი. ჩემი შვილი გაგებით ეკიდება ჩემს კარიერას. ჩემს ოჯახის წევრებს და ჩემს მეუღლეს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ რომ ისინი საოცარი გაგებით ეკიდებიან ამ ყველაფერს და გვერდში მიდგანან.  ჩემი კარიერისთვის წარმოუდგენელი რამეები მაქვს გაკეთებული. ერთხელ დაგეგმილი მოგზაურობაც კი ჩავშალე.

შოპინგი დ მოგზაურობა

რაც ჩემს ჩაცმულობას შეეხება, მიყვარს, როდესაც კომფორტულად ვგრძნობ თავს, ბრედნებზე არ ვარ გაგიჟებული. როცა დრო მაქვს, ვმოგზაურობ, ამ დროს ვისვენებ, მოგზაურობა ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვაა.

პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგია ჩემთვის წარმოუდგენელია, ვერ წარმომიდგენია მას მივმართო. ვიტარებ პროცედურებ, ბოტოქსსაც ვიყენებ, თუმცა ზედმეტი არაფერი ვარგა.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები