LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ კანი ცივი ამინდებისთვის – სილამაზის აკადემია

4
plusshow1122

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვამზადოთ კანი ცივი ამინდებისთვის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ,,კარაპს მედლაინის” კოსმეტოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.

რა სჭირდება კანს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში?

ამის საუკეთესო საშუალებაა კანის გამოკვება და დატენიანება

მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ, კანი დაზიანებული და დეჰიდრატირებულია, აუცილებელია, მივმართოთ Hydrafacial-ის პროცედურებს

ეს არის უმტკივნეულო, სწრაფი მოქმედების პროცედურა, რომელიც მომენტალურ შედეგს გვაძლევს, თქვენი კანი პირველივე პროცედურის შემდეგ ხდება დატენიანებული, აღდგენილი და გლუვი.

რამდენად მნიშვნელოვანია კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორება?

ექსფოლიაცია, იგივე აქერცვლა არის კანის მკვდარი/გარქოვანებული უჯრედების მოშორება კანის ზედაპირიდან.

ექსფოლიაციის შემდეგ კანი არის რბილი და გლუვი. ასეთი კანი უკეთ შეიწოვს შრატებს და კრემებს.

როდის არ შეიძლება პილინგების გამოყენება?

– კანის დაავადებები არის აქტიურ ფორმაში

– კანზე მიმდინარეობს ბაქტერიული ანთებითი პროცესები

– ვირუსული დაავავადებები არის აქტიურ ფორმაში

– ალერგია რომელიმე კომპონენტზე, რომელსაც შეიცავს პილინგი

– კელოიდური ნაწიბურებისკენ მიდრეკილი კანი

– როზაცეა ( ყველა ფორმა არა)

– ორსულობა და ლაქტაცია

როგორ უწყობს კანის გაახალგაზრდავებას ხელს ბიორევიტალიზაცია?

ბიორევიტალიზაციის საშუალებით, გამოცოცხლდება კანის დაზიანებული უჯრედები და დაუბრუნდება ჯანსაღი და ბუნებრივი იერი.

ბიორევიტალიზაციის შედეგად მიიღწევა:

ღრმა დატენიანება;

კანის ელასტიურობის აღდგენა;

ლიფტინგი;

ნაოჭების შევსება;

კანის სტრუქტურის გაახალგაზრდავება.

რას მოიცავს თვალის მეზოთერაპია?

თვალის მეზოთერაპია უზრუნველყოფს მყისიერ და ხანგრძლივ ეფექტს, რომლის შედეგად კანს უბრუნდება ელასტიურობა და სიგლუვე. მეზოთერაპია ხელს უწყობს თვალის სიშავეების გაქრობას და ავსებს წვრილ ნაოჭებს. კურსი მოიცავს 2 პროცედურას. პროცედურებს შორის ინტერვალი 2 კვირაა.

რა არის პლაზმოთერაპიის უპირატესობა?

არ იძლევა ალერგიას, ეს არის ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროდუქტი;

ახასიათებს მაღალი ეფექტურობა, რადგან ორგანიზმი ყველაზე აქტიურად რეაგირებს საკუთარ პლაზმაზე;

არ ახდენს კუნთების ბლოკირებას მოქმედების არეში;

პლაზმოლიფგინგი შესაძლებელია ჩატარდეს სახის, ყელის, გულმკერდის, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში, ხელის მტევნებზე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები