LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ სახე გაზაფხულისთვის – სილამაზის აკადემია

5
gia-gvaramia

როგორ მოვამზადოთ სახე გაზაფხულისთვის – თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა გია გვარამიამ ისაუბრა.

რატომ უნდა გამოვიყენოთ კანის მოსავლელად გაზაფხულის სეზონი?

ზამთრის შემდეგ შეწუხებულია ორგანიზმი და კანი. კანი გამომშრალია, აქვს სხვადასხვა ტიპის პრობლემები. ამიტომ აუცილებელია გაზაფხულისთვის კანის მომზადება, ვიტამინებით დატენიანება. თუ გაზაფხულს არ გამოიყენებთ კანის მოსავლელად, ზაფხულში კანის მდგომარეობა უფრო დამძიმდება მზის სხივებისგან. გაზაფხულზე აქტუალურია მეზოთერაპიის, ბიორევიტალიზაციის პროცედურები, სხვადასხვა კოკტეილების შეყვანა კანში.

რომელი პროცედურა არის მოთხოვნადი გაზაფხულზე?

პანდემიამ შეცვალა ბევრი რამ, თუ მანამდე იყო ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გასწორება აქტუალური, პანდემიის შემდეგ აქცენტი კეთდებოდა შუბლის ზონაზე, თუმცა რაც პანდემიის მასშტაბები შემცირდა, ისევ აქტუალური გახდა სხვადასხვა ზონაზე ბოტოქსი. პროცედურის გაკეთების ინტერვალი არის 4-6 თვე.

ასევე მოთხოვნადია ტუჩის კორექცია ფილერით. პირველ რიგში ასეთ დროს პაციენტს ნამდვილად უნდა სურდეს ტუჩის გაკეთება, მაგრამ მან უნდა გაიროს სპეციალისტთან კონსულტაცია. ხშირად მოლოდინი და შედეგი არ ემთხვევა, თუ პრეპარატი არის მუდმივი, ეს ნიშნავს, რომ ძველი ფორმის დაბრუნება შეუძლებელია. ადრე იყო მხოლოდ მუდმივი ფილერები. თანამდეროვე პრეპარატით ტუჩის პირველი ორი გაკეთების შემდეგ ის უბრუნდება ფორმას, მაგრამ ხშირი კეთების დროს, ძველ ფორმაზე დაბრუნება შეუძლებელია.

როგორ უნდა გავარჩიოთ პრეპარატები?

დღეს პრეპარატები არ ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას. შემოდის ყველანაირი ტიპის პრეპარატი. დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს, უკეთესია ამერიკული ან შვეიცარიული წარმოების. მოწინავე ქვეყნის პრეპარატი ყოველთვის არის სანდო. ჩინური და კორეული პრეპარატი ისეთი სერთიფიკატით არ არის, როგორიც ამერიკული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები