LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ ბრეკეტ-სისტემებს სწორად – სილამაზის აკადემია

33
sichinava

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ ბრეკეტ-სისტემებს სწორად, რა გართულებებს იწვევს არასწორი ჰიგიენა და როგორ ხდება უხილავი კაპებით კბილების გასწორება – ამ თემებზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმი-ორთოდონტი, მარიამ სიჭინავა ისაუბრებს.

სილამაზის აკადემია

ბრეკეტები და კაპები – თქვენი თავდაჯერებული ღიმილისთვის – ექიმი ორთოდონტი მარიამ სიჭინავა სტუმრად გადაცემაში “სილამაზის აკადემია”

Posted by Radio Fortuna Plus 103,5 Fm / FortunaPlus.ge on ხუთშაბათი, 12 მაისი, 2022

გართულებები შეიძლება მოჰყვეს ბრეკეტსისტემით მკურნალობას?

კბილების გასწორების პროცესში ბრეკეტ-სისტემის მოვლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. არასწორ ჰიგიენას, მოუვლელობას, გულგრილობას მივყავართ მკურნალობის გართულებასთან, რაც გამოიხატება კბილებზე ლაქების გაჩენით, ღრძილების ანთებით (გინგივიტით). აღნიშნული კი აფერხებს მკურნალობას.

როგორ ავიცილოთ თავიდან არასწორი ჰიგიენით გამოწვეული შესაძლო გართულებები?

ეს ყოველივე თავიდან რომ ავიცილით, ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი რეკომენდაციები. 1. დაიცავით სწორი ჰიგიენა. კბილების გახეხვა აუცილებელია დილა -საღამოს, რა თქმა უნდა ჯაგრისითა და კბილის პასტით. ასევე საჭიროა კბილების გახეხვა  საკვების მიღების შემდეგ.  ბრეისების საწმენდი პატარა ჯაგრისებით თითოეული ბრეისი გაიწმინდეთ ოთხივე მხრიდან. კბილთაშორის დარჩენილი საკვების მოსაცილებლად კი გამოიყენეთ კბილის ძაფი. კვირაში 4-5 ჯერ სასურველია ირიგატორის გამოყენება.

  1. მყარი საკვების მიღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე. არ ჩაკბიჩოთ საკვები, განსაკუთრებით მყარი.  დაჭერით წვრილად დაისე მიირთვით. არ გამოიყენოთ: საღეჭი რეზინი, ირისი და ირისის მაგვარი კანფეტები, ყინული, სიმინდი, გრილიაჟი, არ ჩაკვნიტოთ საწუწნი კანფეტი, მიწის თხილი, მაგარი შოკოლადი, “ჩიფსები“ და ასე შემდეგ.
  2. ბრეისის კაკვი, ზამბარა, რკალის ბოლო თუ გიღიზიანებთ ლორწოვანს ( ღრძილს, ლოყას) გამოიყენეთ ორთოდონტიული ცვილი. მოაციცქნეთ ცვილს პატარა ნაწილი, ხელში დაამრგვალეთ და ზედ გადააკარით გამღიზიანებელს.
  3. ბრეისის მოტეხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
  4. ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება (მაქსიმუმ 3 დღე)
  5. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომ თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები.
  6. მკაცრად დაიცავით ექიმთან ვიზიტის რეჟიმი.

როგორ ხდება ბრეკეტებით მოღებული შედეგის შენარჩუნება და როგორია მკურნალობს ხანგრძლივობა?

ბრეკეტ – სისტემით მკურნალობის დროს დამოკიდებულია მდგომარეობაზე. მე ჩემს პაციენტებს ვეუბნები : მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს: წელიწად ნახევარს,  ორ წელს, შეიძლება მეტსაც, გააჩნია  პაციენტი როგორ უვლის პირის ღრუს, თუ დადის ვიზიტებზე დროულად – უამრავი ნიუანსია,  რამაც შეიძლება გაზარდოს მკურნალობის დრო.  წინასწარ ასე ვერავინ ვერ იტყვის კონკრეტულ დროს. თუმცა პაციენტი შედეგს იმავე თვეს, ან რამდენიმე თვეში ხედავს. პირველ ეტაპზე გადანაცვლდებიან გვირგვინები, თუმცა კბილის ფესვი, რომელმაც ძვალში უნდა შეიცვალოს პოზიცია, ვერ ასწრებს გადანაცვლებას. დრო სწორედ ფესვების პოზიციების შეცვლას სჭირდება და შემდგომ მათ დაფიქსირებას. ვინაიდან კბილები მთელი ცხოვრების მანძილზე ფიზიოლოგიურად გადანაცვლდებიან, მნიშვნელოვანია მათი ფიქსაცია, მიღებული შედეგის შენარჩუნება,  ნებისმიერი ტიპის აპარატით გასწორების შემდეგ. შენარჩუნებისთვის კი ვაკეთებთ,  როგორც მოუხსნელ რეტეინერს ( კბილების შიდა ზედაპირზე მაგრდება, მოიცავს 6 კბილს, შინირებასაც ეძახიან) ზედა ყბა, ქვედა ყბაზე. ასევე  მოსახსნელი  კაპას, თუ მოსახსნელ ფირფიტოვან  აპარატს.  ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პათოლოგია აქვს პაციენტს. ექიმიც იმის მიხედვით ნიშნავს რეტეინერის ხანგრძლივობას.

რა არის ელაინერები, იგივე უხილავი კაპები და რა  განსხვავებაა ბრეკეტების შემდგომ შემანარჩუნებელ კაპებსა და უხილავ კაპებს შორის?

თანამედროვე ორთოდონტია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კბილები გავისწოროთ  ეგრეთ წოდებული უხილავი კაპებით, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა და ფირმა გვთავაზობს. საზოგადოებაში კი ცნობილია, როგორც: ელეინერები, ინვიზილაინი, ეონის ელაინერები, ინდივიდუალლაინები და ა.შ. სხვადასხვა ფირმა სხვადასხვა ასაკიდან მკურნალობის დაწყებას გვთავაზობს.   ელაინერები – მოსახსნელი გამჭვირვალე კაპები ძალიან ჰგავს ბრეკეტის შემდგომ შემანარჩუნებელ კაპებს, მაგრამ მათ შორის არსებობს ფუნქციური განსხვავება. ელაინერები გვეხმარება სხვებისგან შეუმჩნევლად გაისწოროთ კბილები. მისი უპირატესობა ხომ მაღალი ესთეტიკური მხარეა. თავად შეგიძლიათ მოიხსნათ და გაიკეთოთ. პირის ღრუს მოვლაც უფრო მარტივია, ვიდრე ბრეკეტ-სისტემის დროს. ელაინერები მზადდება საზღვარგარეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით. იცვლება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ძველი ახლით. კბილები კი გადაადგილდება წინასწარ დაგეგმილი მიმართულებით. აღნიშნულ მეთოდს ძირითადად ნაკლებად გამოხატულ პათოლოგიების სამკურნალოდ 30 წელზე მეტია მიმართავენ ორთოდონტები, ასაკი შეუზღუდავია. მკურნალობის დრო ინდივიდუალურია, დამოკიდებულია პათოლოგის სირთულეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები