LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ ცხიმიან და მშრალ თმას – სილამაზის აკადემია

7
ანი-ფანჩულიძე

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ ცხიმიან და მშრალ თმას, რომელია ყველაზე მოთხოვნადი თმის ფერი 2022 წლის ზაფხულში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ სტილისტმა ანი ფანჩულიძემ ისაუბრა.

როგორ გამოიყოფა ცხიმი სკალპზე?

ცხიმიანი თმა არ არსებობს, როდესაც კანქვეშა კუნთები მუშაობენ აქტიურად, გამოყოფენ ცხიმს და თმა ბინძურდება. მომხმარებელი ცდილობს ცხიმთან ბროლას, იყენებს ისეთ პროდუქტს, რომელიც ხსნის ფორმებს, რაც თავის მხრივ იწვევს გამოშრობას. ამ დროს აგვარებს ერთ პრობლემას, თუმცა გამომშრალი თმა უკვე მეორე პრობლემაა.

როდესაც ცხიმიან სკალპთან გვაქვს საქმე, აუცილებელია ღრმა წმენდასთან ერთად მოხდეს თმის დატენიანება.

რა იწვევს თმის სიმშრალეს?

ადამიანები ფიქრობენ, რომ თმის სიმშრალეს იწვევს შეღებილი თმა. გარდა ამისა თმის სიმშრალეს შეუღებავ თმაზე იწვევს ფენის და უთოს გამოყენება.

თმის დატენიანება უნდა მოხდეს კონდიციონერით, ან სპრეის კონდიციონერის სახით, არ მოუწევს ახლო კონტაქტი კანთან. ის შამპუნისგან გახსნილ ფორებს ხელს უწყობს დახურვაში.

აუცილებელია თმის ნიღაბი გამოიყენოთ, 20 წუთით, რაც უფრო თბილად არის თმა, მით უფრო კარგად ატენიანებს თმას.

რა ფერია აქტუალური 2021 წელს?

ზაფხულია, ყველა ირუჯება და აქცენტი კეთდება ქერა თმაზე. თუ წითური ან ქერა თმის მატარებელი ხართ, არსებობს თმის მოვლის საშუალებები, შამპუნები, რომლებიც შეღებვიდან შეღებვამდე თმის სიხასხასეს უწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები