LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ გამომშრალ კანს რუჯის შემდეგ – სილამაზის აკადემია

9
თათია

როგორ მოვუაროთ გამომშრალ კანს რუჯის შემდეგ – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა თათია გიგილოშვილმა ისაუბრა.

რა გავლენა აქვს კანზე მზეს?

მცირე დოზებით მზის ინსოლაცია სასარგებლოა, რადგან ამ დროს D ვიტამინის გამომუშავება ხდება.თუმცა, დიდი დოზებით, რა თქმა უნდა, მავნეა. რუჯის მიღება ულტრაიისფერი სპექტრის UVA და UVB სხივების ზემოქმედების შედეგად ხდება.

რუჯის შედეგად კანის სტრუქტურა უხეშდება, კანი განიცდის გაუწყლოვნებას, ქვეითდება მისი ელასტიკურობა და დაჭიმულობა, რაც ნაოჭების ჩამოყალიბებისა და მათი გაღრმავების საშიშროებას ქმნის. ამიტომაც, ამ პერიოდში სასურველია, დავეხმაროთ კანს: გამოვკვებოთ იგი და ხელი შევუწყოთ რეგენერაციულ პროცესებს. როგორც უკვე იცით მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ხარჯზე ხდება კანის ზედაპირული შრის გარქოვანება, მკვდარი ქსოვილები რამდენიმე კვირის შემდგომ იწყებ აქერცვლის პროცესს და როდესაც აქერცვლის პროცესი მიდის, ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა გარუჯვის შემდეგ. ქერცლი ეს არის მკვდარი დაზიანებული უჯრედები.

როგორი პროცედურები უნდა ჩავიტაროთ გარუჯვის შემდგომ?

აუცილებელია, გარუჯვის შემდეგ დამატენიანებლის გამოყენება. დამატენიანებელი კრემები, რომლის გამოყენებაც შეიძლება კრემის, ან ემულსიის სახით. ეს უკვე ადამიანის არჩევანია. ეს არ არის რთული პროცედურა და არის მარტივად გამოსაყენებელი. შემოდგომაზე, გარუჯულ კანს სჭირდება სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურები, რომლებსაც ექიმი კანის ტიპიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ინდივიდუალურად არჩევს ხშირად ნამზეურის შემდეგ პაციენტები მოგვმართავენ გარკვეული პროცედურების ჩასატარებლად და ამ დროს უმთავრესია კანის მთლიანობა არ იყოს დარღვეული,არ ჰქონდეთ კანზე დამწვრობა და დასრულებული იყოს თუნდაც აქერცვლის პროცესი. (დამწვრობიდან 2კვირის შემდეგ უნდა დაიგეგმოს ვიზიტი კოსმეტოლოგთან).

კოსმეტოლოგიური პროცედურების შერჩევა იწყება ასაკიდან და კანის ტიპიდან გამომდინარე.მაგ: სახის წმენდა,მეზოთერაპია იგივე ვიტამინოთერაპია. პლაზმოლიფტინგი – საკუთარი აუტოპლაზმის გამოყენება, ეს ერთ-ერთი წამყვანი პროცედურაა რუჯის შემდგომ. ასევე მინდა აღვნიშნო ბიორევიტალიზაცია – დეჰიდრატირებული და დაზიანებული კანის აღსადგენად საუკეთესო პროცედურაა. Spa და გამაჯანსაღებელი ნებისმიერი პროცედურა, სახის მასაჟი, რაც გვიაქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ასევე კარგია დამატენიანებელი და ლიფტინგ ნიღბების გამოყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები