LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ შეშუპებულ თვალებს და ხელებს – სილამაზის აკადემია

30
gigiloshvili

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ შეშუპებულ თვალებს და ხელებს – ექიმი კოსმეტოლოგი თათია გიგილოშვილი სტუმრად გადაცემაში „სილამაზის აკადემია“.

თვალების ირგვლივ კანის დაბერების პირველი ნიშნები როდის იკვეთება?

თვალების გარშემო მიდამოში ყველაზე გავრცელებული პრობლემები:

სიმუქე თვალის გარშემო, კანის ზედმეტი სიმშრალე,  მიმიკური ნაოჭები თვალის კუთხეში, ჩამოწეული ქუთუთო, შეშუპება, დაღლილი თვალების ეფექტი, თვალის ქვემოთ ჩაღრმავებული უპეები.

თვალების ირგვლივ კანის დაბერების პირველი ნიშნები შესაძლოა 25 წლის ასაკში გამოვლინდეს. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია სწორად შეირჩეს კოსმეტოლოგიური პროცედურები.

რომელ პროცედურას უწევთ რეკომენდაციას?

ბიორევიტალიზაცია,მეზოთერაპია,პლაზმოლიფტინგი და სახლის პირობებში ყოველდღიურად გამოიყენოთ კოსმეტიკური საშვალებები. თვალზე ადრეულად ჩნდება წვრილი ნაოჭები, მოუწესრიგებელი ძილისა და ორგანიზმში სითხის შეკავების გამო კი – შეშუპება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ თვალის კანის მოვლას, მით უკეთესია. მაკიაჟი ყოველი დღის ბოლოს კოსმეტიკური რძით ან ორფაზიანი სითხეებით მოიცილეთ. ბამბის ფირფიტები დაასველეთ მაკიაჟის მოსაცილებელი სითხით და ცოტა ხნით დაიდეთ თვალებზე. ამის შემდეგ, კოსმეტიკა უფრო ადვილად მოსცილდება და კანიც ნაკლებად დაზიანდება.

ყოველდღიური მოვლისთვის რა შეიძლება გამოვიყენოთ?

ყოველდღიურად თვალის გარშემო კანის დასატენიანებლად და გამოსაკვებად კარგია კრემები, შრატები და გელები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად თვალის გარშემო კანისთვის. გელები იდეალურია ხშირად შეშუპებადი და მგრძნობიარე თვალებისთვის. 
თუ თვალის გარშემო კანი გაღვიძების შემდეგ შეშუპებულია, დაიტანეთ თვალზე გელი გაგრილების ეფექტით. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ პაჩები.

საკვებს ან სასმელს აქვს გავლენა?

გადახედეთ რაციონს, რადგან ალკოჰოლს, მწარე და მარილიან საკვებს შეუძლია ორგანიზმში სითხის დაგროვება გამოიწვიოს, რაც არამარტო თვალებზე ასევე კიდურებზეც გამოიხატება ხოლმე. ამ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ თირკმელებს და ზოგადად, საშარდე სისტემას. თვალებისთვის სასარგებლოა კამის, ოხრახუშისა და პიტნის ნაყენებიც. თვალების მოვლისთვის ასევე, გამოიყენება კარტოფილის წვენი.

გათალეთ კარტოფილი, ჩახეხეთ წმინდა სახეხზე და გამოწურეთ წვენი დოლბანდით. ამ წვენში დაასველეთ დოლბანდის ოთხი ფენა და დაიდეთ თვალებზე 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. გამოიყენება აგრეთვე თვალების ანთების დროს, ქუთუთოების შეშუპებისა და შესიებული თვალებისთვის.

მოცვი აძლიერებს მხედველობას და ხელოვნური განათების პირობებში  ხანგრძლივად მუშაობის შედეგად ხსნის თვალების დაღლილობას.

რაც შეეხება ხელებს, აქ როგორი მოვლის რუტინა რეკომენდებული?

თვალთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელზეც საკმაოდ თხელი და დაუცველია ჩვენი კანი. ხელებსაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. სასურველია გამოიყენოთ კვირაში 2-ჯერ ნიღბები და მსუბუქი პილინგები, რათა მოხდეს მკვდარი უჯრედებისაგან განთავისუფლება. ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ დამატენიანებელი და spf-ის შემცველი საცხის გამოყენება, რათა თავი ავაროდოთ პიგმენტური ლაქების განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები