LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვითარდება პიგმენტური ლაქები – სილამაზის აკადემია

16
ქეთევან-ბერიანიძე

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვითარდება პიგმენტური ლაქები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა დერმატოლოგმა ქეთევან ბერიანიძემ ისაუბრა.

როგორ ვითარდება პიგმენტური ლაქები?

პიგმენტური ლაქები ვითარდება ეპიდერმისის უჯრედებში პიგმენტ მელანინის ლოკალურად ჭარბი ჩალაგების შედეგად. არსებობს ზედაპირული და ღრმა ლაქები, შესაბამისად, პიგმენტაციის ხარისხიც სხვადასხვაა, ღია ყავისფერი, მოყვითალო ან მუქი ყავისფერი.

ესთეტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სახის, ყელისა და ხელის კანზე არსებული ლაქები. ჰიპერპიგმენტაციის გამოვლინებებს მიეკუთვნება:

ჭორფლი – ვლინდება მცირე ზომის პიგმენტური ლაქებია, ვლინდება 4-6 წლის ასაკში. მოგვიანებით მისი გაჩენა და შეფერილობის გაძლიერება ხდება რუჯის მიღების დროს. ჭორფლი გვხვდება ქერა, წითურთმიან ადამიანებში. მისი ფერი და ინტენსივობა დამოკიდებულია თმისა და კანის შეფერილობაზე.

მელაზმა (ქლოაზმა) – წარმოდგენილია მოყავისფრო ლაქებით, მკვეთრი საზღვრებით. ლოკალიზდება სიმეტრიულად ლოყების, შუბლის, ზედა ტუჩისა და ცხვირის არეზე. ხშირ შემთხვევაში ვითარდება ორსულ ქალებში (melasma gravidarum). იშვიათად, 10% შემთხვევაში კი ვითარდება არა ორსულ ქალებსა და კაცებში.

ლენტიგო – წარმოდგენილია ოვალური ფორმის, მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობის ლაქით. წარმოიქმნება მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში. ლენტიგო ასევე წარმოიქმნება ასაკის მატებასთან ერთად ხელის ზედაპირზე. იგი განიხილება როგორც კოსმეტიკური დეფექტი. მკურნალობის პროცესი ხდება კრიო თერაპიით, ლაზერით. კანზე ლაქები შესაძლოა განვითარდეს ტრავმისა და კანის დაავადებების გადატანის შემდეგაც…

პიგმენტური ლაქების გამომწვევ ფაქტორებს მიეკუთვნება: გენეტიკური განწყობილება, ჰორმონალური ცვლილებები, ვიტამინების დეფიციტი, ენდოკრინული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. ასევე ფოტოსენსიბილიზაცია გარკვეული პრეპარატების მიმართ. პიგმენტაციის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რაც ინდივიდუალურად ირჩევა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. კერძოდ ინექციური და არაინექციური, ქიმიური პილინგები, აპარატურული კოსმეტოლოგია და ა.შ.

მინდა გამოვყო პლაზმოთერაპიის როლი პიგმენტაციის მკურნალობაში, რაც გულისხმობს საკუთარი სისხლის პლაზმის, რომელიც გამდიდრებულია თრომბოციტებით კანქვეშ ინიცირებას. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია მისი უნიკალურობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები