LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ვარცხნილობა და მაკიაჟი იქნება 2022 წელს აქტუალური – სილამაზის აკადემია

7
shorenajiqia

გადაცემის ლაივი LIVE

როგორი ვარცხნილობა და მაკიაჟი იქნება 2022 წელს აქტუალური – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ვიზაჟისტმა შორენა ჯიქიამ ისაუბრა.

როგორია 2022 წლის ტენდენციები?

მაკიაჟით, ვარცხნილობითა და აქსესუარით ჰარმონიული იმიჯის შექმნა შეგვიძლია. 2022 წლის მაკიაჟის ტენდენცია, როგორც გამოცდილი ვიზაჟისტები ამბობენ, ბუნებრიობისა და სიბრჭყვიალის კომბინაციაა.

ნათელი ფერები, ბრჭყვიალა დეტალები თვალების ჩრდილებთან მიმართებაში განსაკუთრებით აქტუალური იქნება

2022 წელს იქნება მოდაში ფერადი ლაინერები, განსაკუთრებით ტრენდული იქნება იისფერი და იასამნისფერი ორზოლიანი ლაინერი.

ამბობენ, რომ გადავდივართ უფრო ბუნებრივ იმიჯზე…

კი, 2022-ში მეტი ბუნებრიობა იქნება. შიშველი სახე, ნაკლები ტონალური და მეტი ბლაში, ოდნავ გადასული ტუჩის კონტური, ესენი იქნება უმეტესად ტრენდული. წყლის ფერიც, თუმცა ყველას არ უხდება.

იმისათვის, რომ გემოვნებიანად გამოიყურებოდეთ სასურველია ტუჩსაცხი, ფრჩხილის ლაქი და სხვა კოსმეტიკა ერთნაირ ფერში გადავწყვიტოთ, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტონი არ შეურიოთ, ხოლო მეორე მთავარი რჩევა ასეთია: აქცენტი ან თვალებზე უნდა იყოს გაკეთებული ან ტუჩებზე.

რაც შეეხება წარბებს, თუ წელს ავარცხნილი წარბები იყო აქტუალური, წელს დამჯდარი კლასიკური წარბები იქნება მოდაში.

რაც უფრო გადის დრო, მით უფრო უგემოვნო ხდება მძიმე მაკიაჟი, წელს თავისუფლების წელია და როგორც ამბობენ, ნატურალური სილამაზე ყველაზე მოდურია.

რაც შეეხება ვარცხნილობას?

2022 წელთან შესახვედრად გამოყენეთ ბუნებრივი ვარცხნილობები, ოდნავ დახვეული ან ოდნავ დატალღული, რთული ვარცხნილობა არ არის რეკომენდირებული და არც პრაქტიკული.

და ასევე აქსესუარების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ერწყმის ის სადღესასწაულო ლუქს. ბეჭდები, საყურეები და სამაჯურები დიდი ორიგინალური ქვებით გამოგადგებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები