LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახის მასაჟი და მოვლის პროცედურები – სილამაზის აკადემია

6
makagaribashvili

გადაცემის ლაივი LIVE

სახის მასაჟი და მოვლის პროცედურები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ „სალონი 58“-ის კოსმეტოლოგმა მარიკა ღარიბაშვილმა ისაუბრა.

სილამაზის აკადემია

სახის მასაჟი და მოვლის პროცედურები – სალონი 58-ის კოსმეტოლოგი მარიკა ღარიბაშვილი სტუმრად გადაცემაში “სილამაზის აკადემია”

Posted by Radio Fortuna Plus 103,5 Fm / FortunaPlus.ge on ხუთშაბათი, 14 აპრილი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია კანისთვის სწორად გაკეთებული მასაჟი?

სწორად გაკეთებული  სახის მასაჟი  აუმჯიბესებს სისხლის მიმოქცევას, მოყავს სახის კუნთები ტონუსში და იწვევს კანის სიმკვრივეს. სწორად გაკეთებული მასაჟით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზედაპირული მეზოთერაპიის ეფექტი.

ზედაპირული მეზოთერაპია, როგორც მოგეხსენებათ სახის კანში ვიტაინებისა და კოქტეილების შეყვანს გულისხმობს, რაც კანის სიღრმისეულ დატენიანებას იწვევს. ასევე სხვადასხვა სახის პროდუქტი შეგვიძლია მასაჯის დროს შევიყვანოთ სახის კანში მექანიკურად, ხელის დახმარებით.

მასაჟის დროს უმნიშვნელოვანესია სწორი მიმართულებით მოქმედება, რითაც თავიდან ავირიდებთ კანის  თუ კუნთის დეფორმირებას.

ლიმფოდრენაჟი და სისხლის მიმოქცევის გააქტიურება გვაძლევს საშუალებას შევუცვალოთ სახეს ფორმა. მასაჟის დროს ასევე ხდება წვრილი ნაოჭების ალაგება და სახის დატენიანება. სწორედ ამიტომ მასაჟი აფერხებს მიმიკური ნაოჭების წარმოქმნას და აჩერებს სიბერის პროცესს და კანს ჯანსაღ ელფერს სძენს.

მასაჟის ეფექტიდან გამომდინარე უმჯობესია მისი დაწყება ადრეული ასაკიდან. კურსი  10-15 მასაჟს მოიცავს საჭიროებისა და სურვილის მიხედვით. რეკომენდებულია კვირაში 3 პროცედურის ჩატარება.

სრული კურსის დასრულების შემდგომ, საუკეთესო ეფექტის შენარჩუნების მიზნით, რეკომენდირებულია 7-10 დღეში ერთხელ მისი განმეორება.  მასაჟი ცხოვრების ჯანსაღი წესია და თანმიმდევრულად მისი გაკეთება საოცარ ეფექტს იძლევა.

რა ზონებს მოიცავს სახის მასაჟი?

ვინაიდან დეკოლტეს ზონა ყველაზე სწრაფად ბერდება, სახის სწორი მასაჟი მოიცავს დეკოლტეს, კისრის, ყელის, მკლავებისა და რა საკვირველია სახის სრულ ზონებს.

რა ეტაპებისგან შედგება მასაჟი?

  • დემაკიაჟი – კანის ჩამობანა;
  • კანის ექსფოლაცია – მკვდარი უჯრედების მოცილება;
  • ტონიზაცია;
  • კოქტეილის კანში შეყვანა;
  • კანზე სამასაჟე ზეთისა ან საცხის დატანა.

ხელის სწრი და მძლავრი მოძრაობებით სახის ფორმირება მიმდინარეობს 40 წთ განმავლობაში.

კოქტეილის შერჩევა ხდება სახის კანის ტიპისა და ასაკის მიხედვით.

როგორ მოვემზადოთ სოლარიუმის რუჯისთვის?

თუკი აქამდე აქტიურად შეგვეძლო ქიმიური პილინგებისა და მჟავა პროცედურების ჩატარება (როგორიცაა ნიკოტინის პროცედურა, ხილის მჟავა თუ ქიმიური პილინგები) რუჯის მიღების წინ აუცილებელია კანის სათანადოდ დატენიანება.

სოლარიუმის ნამზეური ძალიან ლამაზად და თანაბრად ნაწილდება კანზე, თუმცა ხშირად გოგონები არ აქცევენ ყურადღებას, რომ რუჯი ზოგადად იწვევს კანის გამოშრობას, რაც წინაპირობაა კანის დანაოჭებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნის.

თუმცა სწორად მომზადებულ კანს შეგვიძლია ავარიდოთ ეს საფრთხე. დამატენიანებელი პროცედურები მასაჟის და სხვადასხვა ნიღბების სახით კვირაში ერთხელაც კი საკმარისი იქნება.

აუცილებელ პირობას რა თქმა უნდა წყლის სასურველი დოზით მიღებაა წარმოადგენს. და მთავარი რეკომენდაცია SPF-ის შემველი საცხების გამოყენებაა.

სახის კანის სწორი მოვლა – რას ნიშნავს ღამისა და დღის რუტინა? 

მიუხედავად იმისა, რა პროცედურებიც არ უნდა ჩაიტაროთ სალონში/კლინიკაში, თუ ეს პროცესი დღისა და ღამის რუტინით სახლში არ გააგრძელეთ, შედეგი გაცილებით ნაკლებად ეფექტიანი იქნება.

ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კანის ტიპისა და ასაკის მიხედვით  სწორად შერჩეეული პროდუქტი.

ღამის რუტინის ნაკრები მოიცავს: სახის დასაბან საშუალებას, აუცილებელია ტონიკი ტონიზაციისათვის, რომელიც მომენტალურად აღადგენს PH -ს, ღამის საცხი და თვალის გარშემო საცხი.
დღის რუტინის ნაკრები მოიცავს: გრილი წყლის აბაზანას, ტონიკს  ტონიზაციისათვის, შრატს, დღის საცხსა და თვალის ირგვლივ საცხს.

რუჯისა თუ მზის აბაზანების მიღებისას, აუცილებელია ჩვენი დღის საცხი შეიცავდეს SPF 30% ან 50%-იანი.

ანაცვლებს თუ არა დღისა და ღამის რუტინა ერთმანეთს?

დღისა და ღამის რუტინა თავისი არსით სხვადასხვა მიზანს ემსახურება. შესაბამისად ისინი ერთმანეთს არ ანაცვლებენ და ერთნაირად მნიშვნელოვანია ორივეს სწორად შესრულება.

რას ემსახურება ღამის რუტინა – ის მუშაობს კანის პრობლემაზე და აღადგენს მას.

ხოლო დღის რუტინა,  წარმოადგენს კანის საფუძვლიან დაცვას გარემო პირობებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები