LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში საკუთარი სიმღერები თავად მომღერლებს არ უყვართ“ – მასტერის ახალი სიმღერის „გავმაზე“ პრემიერა

10
master-show-555

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „Exclusive“-ის  სტუმარია მასტერი. რეპერმა რადიოს მსენელს ახალი სიმღერა ,,გავმაზე” წარუდგინა და წამყვანის, ნიკო ცალანის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა. 

გადაცემის ლაივი:

ორი კოლაბორაცია დუმბოსთან ერთად და 4 სიმღერა უამრავი ნახვით, როგორ ახერეხებ ასეთ დატვირთულ რეჟიმში მუშაობს?

ჩემი მსმენელი იმდენად დიდ სტიმულს მაძლევს, რომ სწორედ ეს მაკეთებინებს ყოველივე ამას, თანაც ჩემი საქმე უზომოდ მიყვარს, ასე რომ დაღლას ვერ ვგრძნობ. აი მაგალითად, დილით გავიღვიძე და და ვთქვი, რომ ახალი სიმღერის დაწერა მინდა და დავწერე კიდეც.

გვესაუბრე შენი და დუმბოს კოლაბორაციის შესახებ…

ნათია ძალინ ნიჭიერი გოგოა და ახლა თავის საავტორო კარიერას ჩემთან ერთად იწყებს, სოლო სიმღერაზე მუშაობს, მისი ავტორიც მე ვარ. სიმღერამ „არ უყურო დროს“ დიდი შედეგი გამოიღო, ეს სიმღერა ყველგან არის, საქართველოს ნაკრების გასახდელიდან დაწყებული, ბავშვებით დამთავრებული, რომლებიც ხშირად მღერიან  სიმღერას. სწორედ აღნიშნული დუეტით მაქვს „ოქროს ტალღაზე“ გამარჯვების იმედი. რაც შეეხება სიმღერას „ნეკი ნეკისა“ სადაც, სხვათა შორის,  ნიკო ცალანის  ხმააა და ,,ფორტუნა პლუსის” ძველი სტუდია, მასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ახალ სიმღერაზე  გვესაუბრე…

უკვე ზაფხულში მქონდა ახალი სიმღერის დემო ვერსია. სიმღერაში  „გავმაზე“ სიუჟეტი ბიჭისა და გოგოს ურთიერთობის ირგვლივ ვითარდება, რომლებსაც სურთ, ერთმანეთს აკოცონ, თუმცა, ხელს გარკვეული გარემოებები უშლით. ვიდეოს უკვე 300 000 ზე მეტი ნახვა აქვს, კლიპი ძალიან სახალისოა.

ახალი სიმღერა კონცერტებზე ძალიან მოსწონთ, ძალიან რიტმულია, მსმენელმა ის უცებ აიტაცა, კლიპმაც თავისი გააკეთა, მინდოდა სიმღერა არ დაკარგულიყო, ამიტომ მოგიტანეთ აქ, ,,ფორტუნა პლუსში”.

ასევე იცით რა მინდა ვთქვა, ქართული შოუბიზნესის პრობლემა ისაა, რომ საკუთარი სიმღერები თავად მომღერლებს არ უყვართ, ნათიასაც ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ შენი სიმღერა თავადვე უნდა მოგწონდეს და გიყვარდეს და თუკი არ მოგწონს, სხვა რაიმე უნდა სცადო. როდესაც ადამიანს თავისი საქმე უყვარს, ის უიმისოდ ვერ გაძლებს.

სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრე…

კაბუსთან ერთად კლიპის გამოშვებას ვგეგმავ, დუეტი უკვე მზადაა, ახლა კაბუ ნიცაში იმყოფება, გარკვეულ კადრებს სწორედ ნიცაში გადავიღებთ, ნაწილს კი საქართველოში. სიმღერა ნოსტალგიური იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები