LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერის ტექსტში არის ის, რაც მარიტას ჩემთვის და მე მისთვის მაქვს ნათქვამი“ – თემო საჯაია სიმღერის პრემიერით „ფორტუნა პლუსის ჩარტში“

6
qajaia

„ფორტუნა პლუსის ჩარტის“ სტუმარია მომღერალი, კომპოზიტორი და წამყვანი თემო საჯაია, რომელმაც ახალი სიმღერა „მარიტა“ დააპრემიერა.

მე ამ სიმღერის ავტორ-შემსრულებელი ვარ. პანდემიიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი კოლეგები ბევრ რამეს ვერ ვაკეთებთ, – ზოგი ჭირი მარგებელიას სინდრომი დავარქვი, – ბევრი რამის გადაფასების დრო მოგვეცა და ბევრი ექსპერიმენტი წამოვიწყეთ. მე პირადად, ახალი, საავტორო რეპერტუარი გავაკეთე, ალბომს ვამზადებ, რომელიც მთლიანად საავტორო სიმღერებისგან შედგება.  პარალელურად „პოს-ტივის“ წამყვანი ვარ. მადლობა ტელევიზიას, მუსიკას არ მოვშორებივარ, სულ მომღერლებთან, კოლეგებთან მიწევს ურთიერთობა.

სიმღერას ჰქვია „მარიტა“, ამით ყველაფერი ნათქვამია, თუმცა, მაინც მოგვიყევი სიმღერის ისტორიის შესახებ,

როდესაც ხარ ავტორ-შემსრულებელი, ყველა სიმღერას აქვს თავისი ისტორია. თბილისში ერთ-ერთი წიგნის მაღაზია-კაფეა, იქ ვიყავით მე და მარიტა, თავში ამ სიმღერის მუზა მომივიდა, ტელეფონის სპიკერში მისამღერი ჩავწერე. როდესაც სიმღერას ვწერ, მხოლოდ მელოდია არაფერს ნიშნავს, თუ მას აკორდები, ჰარმონია არ აქვს, შემდეგ ვიმუშავე ტექსტზეც. სიმღერის ტექსტში არის ის, რაც მარიტას ჩემთვის და მე მისთვის მაქვს ნათქვამი

სად ჩაიწერა სიმღერა?

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯგუფ „რეზო და ბავშვებს“, მათ სტუდიაში მოხდა პირველი „დემოს“ აკრეფა, მათ მიიღეს მონაწილეობა ბექშიც. შემდეგ ამ ყველაფერს ხორცი პაატა ფაცურიამ შეასხა, ჩავწერე ნინო წითლაურის სტუდიაში. კლიპის პრემიერა შედგება ჩემს ტელევიზიაში, ასევე „ტელე-იმედზე“, შაბათ-კვირის „დილაში“. კლიპის რეჟისორი, ჯაბა ახოშვილია. ცნობისთვის, მარიტამ არამარტო  მსახიობის ამპლუა მოირგო,  ის იყო მენეჯერიც და ძალიან დამეხმარა. ოფიციალური ვიდეო „იუთუბზე“ „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზეც“ განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები