LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვა არხებს ნაკლებად ვადევნებ თვალს“ – ნოე სულაბერიძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

7
noe

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ნოე სულაბერიძე, რომელმაც მიმდინარე სატელევიზიო პროექტებზე ისაუბრა და რუსეთ-უკრაინის ომზე გაამახვილა ყურადღება.

 პროექტები, რომლებსაც შენ უძღვები, ყოველთვის რეიტინგული და გამორჩეულია, რესპონდენტები განსაკუთრებულად გახსნილნი არიან შენთან, როგორ ახერხებ არ ყველაფერს?

ამის განსაკუთრებული რეცეპტი არ არის, უბრალოდ ჩემი გულწრფელობით ვახერხებ და ისინი მე მომყვებიან. რაც შეეხება „ცეკვავენ ვარსკვლავებს“, აქ შერჩევა ხდება აქტუალურობიდან გამომდინარე, ესა თუ ის ადამიანი რამდენად აქტუალურია ადამიანისთვის, იმიტომ რომ ცნება „ვარსკვლავი“ ყოველთვის დისკუსიას იწვევს. ყველა თავის ტერიტორიაზე ვარსკვლავია. შეიძლება ეს ტერიტორია იყოს ტიკ-ტოკი ან სამედიცინო სფერო, ეს თემა ვადაგასულია, საზოგადოებამ იცის, რა პრინციპით ხდება შერჩევა. ამ პროექტს ყოველთვის ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობა მაყურებლის. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უყვართ „ცეკვავენ ვარსკვლავები“.

გვესაუბრე „პრაიმშოუზე“, მსგავსი პროექტი უკვე შეიქმნა თქვენს კონკურენტ არხზე, როგორ უყურებ ამ ყველაფერს?

მდუმარებით, არც ვიცი, რა გითხრა ამ ყველაფერზე, ჩემთვის ყოველთვის საამაყოა, როცა რაღაცას ვქმნი, რაც სხვისთვის ინსპირაციად იქცევა ხოლმე. სხვა ჟურნალისტები, წამყვანები, რომლებიც ჩვენს მეზობელ არხებზე არიან, იგივე ჩვენი მეგობრები არიან. თუმცა სიღრმისეულად ამას აღარ ვუყურებ, ზოგადად სხვა არხებს ნაკლებად ვადევნებ თვალს.

მე ვნახე გადაცემის ანონსი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ თქვენ პოლონეთში იყავით

ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, ის რაც გააკეთა რუსეთმა…ჩვენ ყველას გვაქვს შეგრძნება, რომ ეს ომი ჩვენს ქვეყანაშია, იმდენად მნიშვნელოვანი და ახლოა ჩვენთვის უკრაინა და უკრაინელები…დილა ამით იწყება და ამით მთავრდება, მსგავსი რამ თუ მოხდებოდა, 21-ე საუკუნეში, ასეთი გაავებული ტირანები თუ აღმოჩნდებოდნენ, ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ, წარმოუდგენელია. თითოეული ჩვენგანის, ქართველის ვალია, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მათ არამხოლოდ თანადგომა გამოვუცხადოთ, არამედ, რეალურად დავეხმაროთ. იმიტომ რომ ეს „ურა პატრიოტიზმი“, გაცილებით უფრო ხშირია და ყალბი, ვიდრე ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ფონდი, „გადავარჩინოთ უკრაინელები“, რომელიც უწყვეტ რეჟიმში დაეხმარებოდა ჩვენს. ის თანადგომა, რაც ადრე უკრაინელებმა ჩვენ მიმართ გამოხატეს, ამის არ დანახვა შეუძლებელია. ჩვენ გვინდოდა ჩავსულიყავით საზღვართან და გვენახა ის საშინელი სურათი, რომელიც ვნახეთ, ამას აქ ვერ მოვყვები, ის იმდენად მძიმეა, რომ დღე არ გადის, არ მახსენდებოდეს. თუმცა ეს ყველაფერი გვიბიძგებს, კიდევ ჩავიდეთ და გავაკეთოთ მაქსიმალური. იქ ბევრი ქართველია უკვე, რომლებიც ცდილობს აქტივობით, პატარა აგური დადოს. ქვეყანა თავიდან იქნება ასაშენებელი და ჩვენ ამაშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ირაკლი მაქაცარია უკრაინაში შედგა, როგორც სატელევიზიო ფიგურა. ჩვენც იქიდან გავიგეთ მის შესახებ და ალბათ ამ ქვეყანაში ცოტა განიცდის ისე, როგორც ირაკლი. საქართველოს საელჩო მაქსიმალურს აკეთებს, რაც შეუძლია ადამიანების დასახმარებლად და დასაკვალიანებლად.

თუ გყავთ უკრაინაში მეგობრები და თუ გამოდიან კავშირზე?

რა თქმა უნდა მყავს, სულ, განუწყვეტლივ კავშირზე ვართ და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ იმით, რითაც შეგვიძლია. ყოველ ჯერზე, ყოველ მიწერილზე ძალიან ვნერვიულობ, მანამ პასუხი მოვა, ეს ყოფილა საშინელი შეგრძნება, როცა არ იცი, ადამიანი ცოცხალია თუ არა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები