„სწორი მაკიაჟი არის იარაღი გამოვკვეთოთ ის, რაც ისედაც ლამაზი გვაქვს“ - სილამაზის აკადემია

როგორ გამოვკვეთოთ სწორი მაკიაჟით სასურველი ნაკვთები –  ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ვიზაჟისტმა შორენა ჯიქიამ ისაუბრა.

როგორ გამოვკვეთოთ სწორი მაკიაჟით სასურველი ნაკვთები? მაკიაჟი ქალთა უმრავლესობისთვის ყოველდღიური რუტინაა. ვეცდები გაგიზიაროთ ყოველდღიური მაკიაჟისთვის საჭირო რჩევები.

პირველი ხრიკი:

პირველი არის “განწყობა”, როგორც კი გამოიღვიძებთ, სარკეში ჩავიხედოთ, შევიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ იმ კონკრეტულ მომენტში

მეორე ხრიკი:

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომლის გამოტოვებაც დაუშვებელია, ეს არის სახის კანის სრულყოფილად დატენიანება. რადგანაც ის პროდუქტები, რომლებსაც შემდგომ დავიტანთ სახეზე, იყოს მეტად ბუნებრივი და მდგრადი.

მესამე ხრიკი:

ეს მეთოდი დაგვეხმარება ჩვენი დაღლილი თვალების ამონათებაში. ეს არის ,,ჰაილაითერი“, რომლის თვალის შიდა კუთხეების დატანაც ჩვენს თვალებს მეტად მეტყველს გახდის.

მეოთხე ხრიკი:

წამწამები ცვლის ჩვენს გამომეტყველებას. გირჩევთ გამოიყენოთ დასაკრავი ღეროვანი წამწამები, მათი თვალის კუთხეებში დაკვრა წამწამს მეტ მოცულობას მისცემს, არის არის ბიუჯეტური და მარტივი.

მეხუთე ხრიკი:

უკვე შეეხება სახის კონტურინგს. სახის კონტურის გამოსაკვეთად არსებობს ერთი ძალიან მარტივი და ეფექტური საშუალება, ბაკების მიდამოდან, ორივე მხარეს ავიღოთ თმის პატარა ნაწილი, მჭიდროდ შევიკრათ, ისე რომ შეუმჩნეველი იყოს. ეს ტექნიკა მოგვცემს ლიფტინგ ეფექტს. კონტურის მეშვეობით კი ცხვირის, შუბლისა და ღაწვების მიდამოს გამოკვეთაა შესაძლებელი.

მეექვსე ხრიკი:

იმისათვის, რომ ტუჩის კონტური გამოვკვეთოთ, საჭიროა BB, CC ან ტონალური კრემი გადავიტაროთ მთლიანი ტუჩის მიდამოზე, შემდგომ სასურველი ფერით მოვხაზოთ კონტური,

კონტურზე რამდენიმე ტონით ღია ტუჩსაცხი ან გლოსი გადავიტაროთ, რაც ჩვენს ტუჩებს მეტად მოცულობითს გახდის. სწორი მაკიაჟი არის იარაღი გამოვკვეთოთ ის, რაც ისედაც ლამაზი გვაქვს.