LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავიდან ყველაფერი მომწონდა, გამოვიძინე, თითქოს შვებულებაში ვიყავი“ – ბახვა ბრეგვაძე

4
c6600a1ee019e80a64d8b4c55017f484

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია ტელეწამყვანი და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე.

როგორია შენი განწყობა?

ჩემი განწყობა ამ ყველაფრის შესაფერისია. სხვათა შორის, რამდენიმე ეტაპიანი შეგუების პერიოდი მქონდა. თავიდან ყველაფერი მომწონდა, გამოვიძინე, თითქოს შვებულებაში ვიყავი, მენატრებოდა სახლი, წავიკითხე წიგნები, საინტერესო სერიალები ვნახე. შემდეგ მომბეზრდა ეს ყველაფერი.
ისე გადიოდა ეს დღეები, რომ ფიქრისთვის დრო არ მქონია, ხოდა ახლა ფიქრი დავიწყე, ახალი გეგმები დავისახე და ერთი სული მაქვს, როდის გადაივლის ყოველივე ეს.

ისიც გავარკვიე, რომ მოსაბეზრებელი არ ვყოფილვარ, ანუ საკუთარ თავთან გატარებული ამდენი დღე არ მომბეზრებია. სამომავლო გეგმებიც დავაწყვე, მგონია, რომ კორონას შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება.

რაიმე ახალი ნიჭი ხომ არ აღმოაჩინე საკუთარ თავში?

არა, ახალი პროფესიისთვის თვალი არ დამიდგამს. ვცდილობდი, რაც მაქვს, იმის ირგვლივ გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა. წიგნის წაკითხვას ვერ ვახერხებდი ხოლმე, მხოლოდ მაშინ, როდესაც არველაძეების ჩაქვის სახლში ჩავდიოდი ხოლმე, სადაც იქ მე ჩემი საკუთარი ოთახი მაქვს და სწორედ იქ ვკითხულობდი ხოლმე წიგნებს.

რას ეტყვი საზოგადოებას?

ძალიან მალე გაივლის ეს ყველაფერი და ძალიან მალე შევძლებთ ჩახუტებასაც და ცეკვასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები