LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ღმერთი მომცემს კიდევ ერთ შვილს, დიდი სიამოვნებით გავაჩენ და გავზრდი“ – თიკა ჯამბურია ახალი სიმღერის პრემიერით „ფორტუნა პლუსში“

7
tikajamburia

გადაცემის ლაივი LIVE

„ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელმაც გადაცემაში ახალი სიმღერა, „თბილისია“ დააპრემიერა. 

როგორი წელი გქონდა?

ძალიან უცნაური წელი მქონდა, ისევე როგორც ყველას, თითქოს ყველა გავიზარდეთ და ახალ ეტაპზე გადავედით. მეც უფრო დაკვირვებული გავხდი, აღარ ვარ ფეთქებადი. ბევრს ვფიქრობ უფრო ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო და ბევრი ცუდი რამ მოხდა, მაინც კმაყოფილი ვარ.


როგორი შენი საახალწლო ტრადიცია?

განსაკუთრებული საახალწლო ტრადიციები არ მაქვს, თუმცა ეს ბოლო ორი წელი ოჯახთან ერთად ვხვდები, ეს უცხოა ჩემთვის, რადგან ბავშვობიდან სულ კონცერტებზე ვიყავი ხოლმე. რამდენჯერ შევხვედრილვარ ახალ წელს გზაში… ვეცადე დედაჩემის საცივი მესწავლა, ნელ-ნელა ვსწავლობ, მინდა საახალწლო კერძების მომზადება ვიცოდე.

იყო პერიოდი, როდესაც ბულინგის მსხვერპლი იყავი, თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ვიცი იკლო ამ ყველაფერმა,

კი ასეა, იკლო, იმიტომ რომ „ფეისბუკზე“ აღარ ვაქტიურობ. თუ ძალიან არ მჭირდება, არ ვიყენებ. ჩემი აზრით, „ფეისბუქი“ გახდა ადამიანებისთვის ძალიან აგრესიული პლატფორმა. მე ვიყენებ „ინსტაგრამს“ ძალიან მიყვარს, ის ჩემს ერთ-ერთი შემოსავლის წყაროდაც კი იქცა. „ტიკ-ტოკს“ კი ჩემი შვილი მასწავლის.

როგორი დედა ხარ?

საკუთარ თავზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ნინა მაქებს ხოლმე. ჩვენ მეგობრები ვართ, ეს არის მთავარი. თუ ღმერთი მომცემს კიდევ ერთ შვილს, დიდი სიამოვნებით გავაჩენ და გავზრდი, თუ არა, არც ესაა პრობლემა.

ვიდეო: თიკა ჯამბურიას ახალი კლიპი სიმღერაზე „თბილისია“

შენს შემოქმედებაზეც გვესაუბრე, როგორც ვიცი, სიახლით ხარ მოსული,

ახალ წელს იყო კონცერტები, კორპორატიული საღამოები, წინა წელთან შედარებით, უფრო აქტიური პერიოდი იყო. ახლა, იგეგმება 90-იანი წლების კონცერტების ჩატარება, რომელიც ძალიან პოპულარულია, ეს საოცარი გრძნობაა, როდესაც ახალგაზრდები და ჩემზე პატარები ჩვენს ძველ სიმღერებს მღერიან.

ბევრი დრო მქონდა და მომინდა, რაღაც ახალი გამეკეთებინა, და აი, ასე ჩემს ბავშვობის მეგობართან, სოფო ტოროშელიძესთან მოვხვდი სტუდიაში. გაგვახსენდა ჩემი ძველი სიმღერა, რომელიც ავთო ბადუაშვილს ეკუთვნის, სოფო იმ წამსვე მიუჯდა ინსტრუმენტს და მივხვდით, რომ კარგი გამოვიდოდა. რეჩიტატივის ტექსტი ერეკლე დეისაძეს ეკუთვნის, რაც შეეხება კლიპს, ის გუგა ხუფერმა გადაიღო. არ მინდოდა გამოჩენილიყო ყველასათვის კარგად ნაცნობი ხედები, მინდოდა, უცხო თბილისი ყოფილიყო და ზუსტად ის გამოვიდა, რაც მინდოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები