LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, რომ უძლიერესი ქალი ვარ, არასდროს დავიჩაგრავ თავს” – ნანუკა გულუა

32
ccdnewsw324354vizitor

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ნანუკა გულუა, რომლემაც გიგა ბატკუაშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და მსმენელს საოცარად პოზიტიური და დინამიური ერთი საათი აჩუქა.

ბავშვობა

ძალიან ფერადი და ლაღი ბავშვობა მქონდა, გავიზარდე ზუგდიდში, დიდ ოჯახში, სადაც მუდამ სიხარული და პოზიტივი სუფევდა. ბავშვობიდან ვმღეროდი, ძალიან სასაცილო გოგონა ვიყავი, პუტკუნა, აქტიური და მხიარული. ჩემს თავს ყოველთვის მსახიობის ამპლუაში ვხედავდი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, არ ვარ თამამი, რაც აღნიშნული პროფესიისთვის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. შემდეგ ეიჩარის პოზიციაზე ვმუშაობდი. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო სამუშაო იყო, ასე რომ ვგეგმავ, მომავალში არ დავკარგო ჩემი პროფესია.

„ჩემი ცოლის დაქალები“

ჩემს ცხოვრებაში წარმოუდგენელი რამ მოხდა, არც მჯეროდა, რომ აღნიშნულ სერიალში აღმოვჩნდებოდი, ამაში გადამწყვეტი როლი ქეთი დევდარიანმა  ითამაშა, რომლმაც კასტინგზე მიმიყვანა. ამ ეტაპზე არანაირ ქასთინგზე არ დავდივარ, არ მაქვს იმის ამბიცია, რომ მე შემდგარი მსახიობი ვარ, ჩემმა პერსონაჟმა „დოჩიმ“ ძალიან ბევრი კომპლექსი დამაძლევინა. მსახიობობა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებაა. ვთვლი, რომ ჯერ „ჩემი ცოლის დაქალების“ პროდუქტი ვარ.

ნანუკა და ბიზნესი

როდესაც დიდი წონა მქონდა, ხშირად ვიკერავდი ტანისამოსს, სულ მინდოდა მქონოდა სამკერვალო. მსურდა ჩემი გემოვნებით ჩამეცვა. ერთხელ მე და ჩემს მეგობარს იდეა გაგვიჩნდა, გაგვეხსნა სამკერვალო ატელიე და გავხსენით კიდეც. შემდეგ განვვითარდით.

ოჯახი

სამეგრელოში დედა მყავს. წელს ძალინ რთული ზაფხული მქონდა, დავკარგე მამა. ის იყო მამის იდეალი, მას ვუზიარებდი ყველაფერს. დილა იწყებოდა მისი ზარით და მას ახლაც ველი ხოლმე.

წონის საკითხი

ძალიან რთულია დაამარცხო ზედმეტი 60 კილოგრამი ოპერაციის გარეშე და შემდეგ შეინარჩუნო ეს ყველაფერი. ჩემი ბრძოლა ახლაც გრძელდება და როდის დასრულდება სამუდამოდ არავინ იცის. ახლა გარკვეულ დიეტაზე ვარ, თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენად ეფექტურია და ამიტომ არავის  ვუზიარებ.

პირადი ცხოვრება

ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი დედა, ჩემი დები და ჩემი საქმეა,- სწორედ ეს ყველაფერია ჩემი პირადია. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანს, მოცემულობა და აუცილებლობა არ არის გყავდეს ქმარი, მთავარია იყო ბედნიერი. ისე ამ საკითხში არასდროს ვყოფილვარ აქტიური, თუმცა სულ გატაცებული ვარ და სულ ვფიქრობ ვინმეზე, თუმცა ალბათ შეყვარებული არასდროს  ვყოფილვარ. ეიფორიის გასვლასთან ერთად ყველაფერი ქრება. იდეალური მამაკაცი უნდა იყოს ლაღი და ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა, სხვა ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა.

ჩემი ყველაზე დადებითი მხარე არის ჩემი პოზიტიურობა და უნარი, ადამიანებს პოზიტივი გავუზიარო და რაც მაწუხებს, ჩემი დარდი და პრობლემები ჩემთვის შევინახო. ვფიქრობ, რომ უძლიერესი ქალი ვარ, არასდროს დავიჩაგრავ თავს, ყველა სიტუაციიდან ვიპოვი გამოსავალს და არავიზე ვიქნები დამოკიდებული. ჩემი თავის პირადი ფსიქოლოგი სწორედ მე ვარ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები