LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვიღაცებისთვის პატივია ის, რომ თუნდაც ნეგატიური ფორმით პასუხი გავცე”, – გურამ შეროზია

3
timthumb-8

გადაცემა ,,ვიზიტორს” ბლოგერი, ლექტორი და მარკეტერი, გურამ შეროზია სტუმრობდა. როგორ ეხმაურება საზოგადოების კრიტიკას და რატომ არის სხვებისთვის საინტერესო – ამ და ბევრ სხვა თემაზე მან გიგა ბატკუაშვილის შეკითხვებს უპასუხა.

ბლოგერობით დაიწყე საზოგადოების კრიტიკა…

მგონია, რომ კარგი ბიჭი ვარ ამ კუთხით, იმიტომ რომ მე თუ რამე არ მომწონს, შემიძლია ვთქვა საკმაოდ რთული ფორმით.

ამ ყველაფერ მოსდევს უარყოფითი გამოხმაურება…

ყველა ძაღლს, რომელიც მიყეფს, ქვებს ვერ ვესვრი. ერთ დიდ ქვას ვისვრი და ვისაც მოხვდება, მოხვდება. ვიღაცებისთვის პატივია ის, რომ თუნდაც ნეგატიური ფორმით პასუხი გავცე.

ფიქრობ, რომ განსხვავებული აზრი ქართველებს არ მოსწონთ?

ადამიანებს მოსწონთ ისეთი ადამინები, როგორებიც თვითონ არიან, ოღონდ დაშვებას არ აკეთებენ, რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდი. ქაჯობა მგონია, როცა ცდილობ, რომ ყველა იყოს შენს აზრზე, როცა ყველას აქვს თავისუფალი არჩევანი.

ხშირად იცავ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ბულინგის მსხვერპლია, თუმცა იგივე გაგიკეთებია შენც…

ხატია წერეთელზეა საუბარი. (იღიმის) არ იყო ეგ ბულინგი. დავცინე, მაგრამ არ დამიკნინებია. მე და ხატიას ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. კლიპებს რომ იღებს, თვითონაც იცის რა გამოხმარურება მოჰყვება. ეს არის მსუბუქი იუმორი.

როგორ ფიქრობ, რატომ ხარ საინტერესო?

შემიძლია ვისაუბრო საინტერესოდ, ლექსიკა მაქვს საკმარისი, სიტყვათა მარაგი. როცა ადამიანი შედარებით განათლებულია, შეუძლია საუბარი და შეუძლია დიალოგებში აგყვეს, მნიშვნელოვანი და კარგია. იაფ პოპულარობას ჯობია დაიცადო ხოლმე. ისეთი არაფერი გამიკეთებია ხვალ და ზეგ რომ გამიხსენონ. შარებშიც გავხვეულვარ, სკანდალებშიც, ბევრ სფეროში ვარ და ამიტომ შეიძლება ვიყო საინტერესო.

რელიგია…

ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ სიღრმეებში წავიდე და სხვადასხვა რელიგია შევისწავლო. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ბუდიზმი. რელიგიაში ყველაზე მეტად ფანატიზმი მაღიზიანებს. ახლა, ვფიქრობ ბავშვი მოვნათლო თუ არა, იმიტომ, რომ ერთი წლისაც არ არის ჯერ და მგონია, რომ ეს აზრიან ასაკში უნდა მოხდეს. შეისწავლოს, გაეცნოს ყველა რელიგიას და ამის მიხედვით თვითონ აირჩიოს თავისი რელიგია.

კომენტარებს ეცნობი?

ჩემ ბლოგზე ვეცნობი. სადღაც, რომ მთაგავენ და ვიღაცები შუაზე იხევიან, არ ვკითხულობ პრინციპულად.

წარმატებებს გისურვებ! 

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები