LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ზედმეტი ყურადღება არ მჭირდება” – გიორგი ვარდოსანიძე მეუღლეზე ალაპარაკდა

14
46790440_2481738848508253_902649495366402048_n

გადაცემა ,,ვიზიტორის’’ სტუმარი, გიორგი ვარდოსანიძე იყო. მსახიობმა ,,ფორტუნა პლუსის’’ ეთერში მეუღლeზე და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა.

როგორ იწყება შენი ჩვეულებრივი დილა?

საზიზღრად, მეზიზღება დილით გაღვიძება. (იღიმის) გააჩნია რა მაქვს გასაკეთებელი დღის განმავლობაში, ძირითადად  ვგეგმავ ერთი დღით ადრე იმიტომ, რომ ბევრი საქმე მაქვს. ,,ნოუთები’’ მაქვს, ვწერ ხოლმე დილიდან საათების მიხედვით, რა მაქვს გასაკეთებელი.

შენს ცხოვრებაში იყო ტელევიზია…

იყო, არს და იქნების. (იღიმის) პაუზა მაქვს. სიმართლე გითხრა, ტელევიზია ძალიან მიყვარს და ბევრი წელი მაკავშირებს ტელევიზიასთან. გავიპრანჭები, რომ გითხრა არ მინდა. ორი მიზეზია ხოლმე, რის გამოც ვმუშაობ. ერთი არის მატერიალური, კარგად უნდა მიხდიდნენ და რაღაც თუ არ მომწონს, თვალს დავხუჭავ და წავიყვან, ან შეიძლება ისეთი შემოქმედებითი პროცესი იყოს, რომ ძალიან მომწონდეს და უფასოდაც წავიყვანო. როცა იყო შემოთავაზება არ მომწონდა თანხა და არ დავთანხმდი. მივხვდი, რომ ონლაინ სივრცე, რომელიც დღეს ჩემი ცხოვრების აქტიური ნაწილია, ბევრად უფრო პერსპექტიული სივრცეა, ვიდრე სატელევიზიო.

თეატრი…

თეატრი არის ჩემთვის მთავარი ამომავალი წერტილი. თუ ვაკეთებთ აქცენტს, რა არის მთავარი ჩემს პროფესიაში, პრიორიტეტული არის თეატრი.

შენი პირველი როლი…

პირველი ყველაფერი უნდა გახსოვდეს. (იღიმის) ეს იყო 12 წლის წინ, მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლი ,,ბედნიერი ერი’’.

სკანდალები ურთიერთობებთან დაკავშირებით…

რეალურად სკანდალები არ ყოფილა. ყველას აქვს უფლება “იტლიკინოს”, რაც უნდა, ამის გამო თავს ვერ გაუტეხავ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ვიღაცას. ვიღაცებს აქვთ უფლება ილაპარაკონ და თუ ჩემზე ცუდის ლაპარაკი ვიღაცას რაღაცაში ეხმარება, ძალიან მიხარია. ადამიანებს ეგ მაინც დარჩათ, რომ ილაპარაკონ და მე ვინ ვარ, რომ დავუშალო. არ უნდა გწყინდეს, ვიცი რა სფეროშიც ვარ, შესაბამისად, ვიცი რომ ხალხი ილაპარაკებს, მე ამისთვის მზად ვიყავი.

რას ვერ ეგუებიან მშობლები?

ჩემს რიტმს. დედისთვის რთული ასახსნელია, რომ გვიანობამდე ვმუშაობ. დედა ყოველთვის დედა იქნება. ბრაზდება, რაღაც კომენტარებს რომ კითხულობს, რატომ არ ვრეაგირებ. ვეუბნები, რომ სანერვიულო არაფერია. ვიცი, რომ ამაყობენ ჩემით მიუხედავად იმისა, რომ ნერვებს ვუშლი. იციან, რომ ცუდს არ გავაკეთებ და გულს არ დავწყვეტ.

პირველი ტატუ…

ექვსი წელი გავიდა. სულ მინდოდა, მაგრამ მაჩერებდა ის, რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ზურგზე გავიკეთე წარწერა ოჯახი, მეგობრები, სამართლიანობა. 3 მცნება, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. დღეს წელს ზემოთ 25 ტატუ მაქვს.

რეჟისორს როგორ მოსწონს?

არის სპექტაკლები, სადაც ჟანრი, ეპოქა იტანს, არის სადაც ვერ იტანს და უნდა დაფარო. ჩეხოვის პერსონაჟს რომ თამაშობ, ვერ გამოხვალ ანარქიის ნიშნებით. ყველაფერი ისე ემთხვეოდა, რომ ან იფარებოდა ტატუები, ან ჟანრობრივად გამართლებული იყო. პრობლემა არასდროს აქამდე არ შემქნია.

მეუღლე გყავს…

ბევრმა არ იცის და მომწონს ეს ამბავი. ზედმეტი ყურადღება არ მჭირდება… გამოვიარე ეს ყველაფერი.

იცნობს საზოგადოება შენს მეუღლეს?

შეიძლება ფოტოდან უნახავთ. არ არის საჭირო საზოგადოება იცნობდეს ჩემს მეუღლეს.

ცნობადი სახე არ არის?

საქართველოდან არ არის, ავსტრალიიდანაა. ქართული დაამუღამა და ეგ მიშლის ნერვებს. კითხვა არ იცის რაც მთავარია. (იღიმის) ქართული მუსიკა უყვარს ძალიან. რაც ყურში ხვდება ქართული სიტყვები, სულ მეკითხება რას ნიშნავს და იმახსოვრებს.

ადამიანი, ვისაც შეხვდებოდი მსოფლიო მასშტაბით, თუნდაც მსახიობს?

მელ გიბსონს შევხვდებოდი და ვკითხავდი რანაირად, როგორ ახერხებ იმას, რომ იყო ასეთი გენიალური.

ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?

სახლი. გზა სახლისკენ მიმავალი, ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ამ გზას დავადგები ხოლმე, თუნდაც მოტოციკლეტით, თუნდაც მანქანით. კოსმოპოლიტი ვარ, ყველგან შემიძლია თავი სახლში ვიგრძნო, მაგრამ დიდი ხნით ვერა. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ სახლში მინდა ყოველთვის.

იმიჯი…

არასდროს ამ სიტყვას არ ვუფიქრდები. ბევრს ჰგონია, რომ ეს არის რაღაც იმიჯი, რომელსაც მე აქტიურად ვცდილობ, რომ შევიქმნა. ტატუებს თუ იმიჯს ეძახიან, ვერ დავეთანხმები. მიყვარს აქსესუარები სიგიჟემდე, უცნაურად ვიცმევ ალბათ ვიღაცისთვის. არ მიყვარს კლასიკური ჩაცმა, თუმცა საჭირო სივრცეში ვიცვამ ისე, როგორც საჭიროა.

მოტო…

მამა და შვილი. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩემი ცხოვრების.  5 წელია აქტიური მეგობარია. მეამაყება, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ საქართველოდან, ვინც ყველაზე დიდი მარშრუტი გაიარა, პიონერი ვარ. შარშან, დავიძარი მოტოციკლეტით და ერთი თვის განმავლობაში მოვიარე 14 ქვეყანა. 12 000 კილომეტრი გავიარე. ეს იყო ყველაზე დიდი თავგადასავალი. ამ წელსაც მივდივარ აფრიკის გავლით.

წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები