ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

50 Cent (ნამდვილი სახელი კერტის ჯეიმს ჯექსონ III, დაბადების თარიღი 1975 წლის 6 ივლისი) ამერიკელი რეპერი, მსახიობი, ბიზნესმენი და ინვესტორია.
ის სამხრეთ იამაიკაში დაიბადა, 12 წლის ასაკში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. მოგვიანებით მუსიკალური კარიერა დაიწყო და 2000 წელს ჩაწერა ალბომი Power of the Dollar, თუმცა მის გამოშვებამდე რამდენიმე დღით ადრე რეპერს ესროლეს და დაჭრეს, ალბომი არასოდეს გავრცელებულა.
2002 წელს გამოუშვა კომპილაციური ალბომი Guess Who’s Back?, რომელმაც დააინტერესა ემინემი.
ემინემისა და Dr. Dre-ს დახმარებით ჯექსონი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი რეპერი, მისი პოპულარობა გაიზარდა ჯგუფის G-Unit წევრობისას.
ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მისი მეორე ალბომიც The Massacre (2005).
მან მეხუთე ალბომი Animal Ambition 2014 წელს გამოსცა და მეექვსეზე Street King Immortal მუშაობს.
კარიერის მანძილზე ჯექსონმა გაყიდა 30 მლნ-ზე მეტი ალბომი, მიიღო რამდენიმე მსხვილი ჯილდო, მათ შორის ”გრემი”.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

ტეგები: 50 cent