ABBA შვედური პოპ/როკ ჯგუფია, რომელიც სტოკჰოლმში 1972 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრები იყვნენ აგნეტა ფელტსკუგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი.
ABBA ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვადი ჯგუფია პოპ-მუსიკის ისტორიაში, რომელიც 1972-1982 წლებში მუდმივად ჩარტების სათავეებში ხვდებოდა.
ჯგუფმა 1974 წელს გაიმარჯვა ევროვიზიის კონკურსში.
ABBA-ს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი, ამჟამად კი წელიწადში, დაახლოებით, მილიონი დისკი იყიდება.
ჯგუფის აქტიურობის პერიოდში ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინებულები იყვნენ, ისევე, როგორც ლიუნგსტადი და ანდერსონი. ABBA-ს პოპულარობის პიკის პერიოდში ორივე წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. 1979 წელს ერთმანეთს დაშორდნენ ულვეუსი და ფელტსკუგი, ხოლო მოგვიანებით, 1981 წელს – ანდერსონი და ლიუნგსტადი.
ჯგუფი 1982 წელს დაიშალა, ანდერსონი და ულვეუსი განაგრძობდნენ სცენისთვის მუსიკის შექმნას, ლიუნგსტადი და ფელტსკუგი კი სოლო კარიერებით დაკავდნენ.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

ტეგები: abba fortuna music

მსგავსი თემები