ადელ ლორი ბლუ ედკინსი (დაბადების თარიღი 5 მაისი 1988 წელი) ინგლისელი მომღერალია. მან გაიმარჯვა BRIT Awards-ის ცერემონიის ნომინაციაში „კრიტიკოსთა არჩევანი“ , 2009 წელს კი ადელმა მიიღო ორი „გრემი“ .
მომღერალმა სადებიუტო ალბომი 19 2008 წელს გამოსცა. ალბომი ბრიტანულ ჩარტში 1 ადგილზე მოხვდა.
მეორე ალბომი სახელწოდებით 21 გამოვიდა 2011 წელს. გამოცემიდან მხოლოდ პირველი კვირის მანძილზე ბრიტანეთში 208.000 ოდენობის ასლი გაიყიდა.  2012 წელს ადელმა გამოუშვა Skyfall, რომელიც ჯეიმს ბონდის ამავე სახელწოდების ფილმისთვის ჩაიწერა. სიმღერამ ადელს მოუტანა აკადემიის ჯილდო, „გრემი“ და ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო სიმღერისთვის.  მესამე სტუდიური ალბომი მომღერალმა 2015 წელს გამოსცა, სახელწოდებით 25. ალბომი წლის საუკეთესო გაყიდვების მქონედ იქცა და მომღერალი 5 „გრემი“ ს მლობელია.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი