ადრიანო ჩელენტანო (დაბადების თარიღი 1938 წლის 6 იანვარი) იტალიელი მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, კომიკოსი, მსახიობი და ტელეწამყვანია.
ჩელენტანომ კარიერის მანძილზე გამოუშვა ბევრი მუსიკალური ალბომი, რომელსაც ძალიან დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. უმეტეს შემთხვევაში ის თავად არის სიმღერების ავტორიც და შემსრულებელიც, ხშირად კი მუსიკას და ტექსტს ცოლთან, კლაუდია მორისთან ერთად ქმნის.
წარმატებული კარიერის გამო როგორც იტალიაში, ასევე მსოფლიო მასშტაბით, ჩელენტანოს ხშირად განიხილავენ ხოლმე როგორც „იტალიური მუსიკის ბურჯს“.
ამასთან,სწორედ ჩელენტანოს უმადლიან იტალიელებისთვის როკ-ენ-როლის გაცნობას, მუსიკის ეს ჟანრი იმ დროისთვის ახალგაზრდებისთვის ყველაზე პოპულარული გახდა.
რაც შეეხება მსახიობის კარიერას, ადრიანო ჩელენტანო გამოჩნდა, დაახლოებით, 40 ფილმში, მათი უმეტესობა კომედიური ჟანრისაა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

რეკლამა: 0:05