აეროსმიტი

აეროსმიტი ამერიკული როკბენდია, რომელსაც, ხშირად „ბოსტონელ ცუდ ბიჭებს“ (Bad Boys from Boston) და „ამერიკის უდიდეს როკ-ენ-როლ ჯგუფს“( America’s Greatest Rock and Roll Band) უწოდებენ. მათი მუსიკალური სტილი ბლუზზე დაფუძნებული ჰარდროკია, შეიცავს პოპის, მძიმე მეტალის და რიტმ ენდ ბლუზის ელემენტებს.
ჯგუფი 1970 წელს ბოსტონში, მასაჩუსეტსში ჩამოყალიბდა. გიტარისტმა ჯო პერიმ და ბასისტმა ტომ ჰამილტონმა გაიცნეს ვოკალისტი სტივ ტაილერი, დრამერი ჯოუი კრამერი, გიტარისტი რეი ტაბანო და შექმნეს „აეროსმიტი“.
1971 წელს ტაბანო შეცვალა ბრედ უიტფორდმა, 1972 წლიდან კი – მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს Columbia Records-სთან თანამშრომლობას, თავბრუდამხვევი კარიერა დაიწყეს.
ჯგუფმა გამოუშვა უამრავი მუსიკალური ალბომი, ყველა მათგანი წარმატებული იყო, „აეროსმიტის“ სიმღერები მუდმივად ხვდებოდა მუსიკალური ჩარტების სათავეებში.
„აეროსმიტი“ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ჰარდროკბენდია. მათ მსოფლიოს მასშტაბით 150 მლნ ჩანაწერი აქვთ გაყიდული. ჯგუფს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ოთხი „გრემი“, ექვსი American Music Awards და ათი MTV Video Music Awards.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

ტეგები: aerosmith fortuna music

მსგავსი თემები