ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Architects ბრიტანული მეტალკორბენდია, რომლის შემადგენლობაში არიან ვოკალისტი სემ კარტერი, დრამერი დენ სირლი, ბასისტი ალექს დინი, გიტარისტები ადამ ქრისტიანსონი და ჯოშ მიდლტონი.
ბენდს თავდაპირველად Inharmonic ერქვა, მოგვიანებით კი Counting the Days უწოდეს. რამდენიმე წლის შემდეგ ჯგუფმა გადაწყვიტა, Architects დაერქვათ.
სადებიუტო ალბომი მუსიკოსებმა 2006 წელს გამოუშვეს, სახელწოდებით Nightmares. მეორე ალბომი Ruin შემდეგ წელს ჩაიწერა (2007), მესამე – Hollow Crown 2009 წელს, მეოთხე The Here And Now კი 2011 წელს.
ალბომში Daybreaker, რომელიც ჯგუფმა 2012 წელს ჩაწერა, გამოჩნდა სიმღერები პოლიტიკური ტექსტები.
მეექვსე ალბომი Lost Forever // Lost Together 2014 წელს გამოვიდა, მეშვიდე კი 2016 წელს, სახელწოდებით All Our Gods Have Abandoned Us .

YOUTUBE ოფიციალური გვერდი