ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავრილ ლავინი (დაბადების თარიღი 1984 წლის 27 სექტემბერი) —კანადელი მომღერალია. კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო.მან მასწავლებლის გარეშე შეისწავლა გიტარაზე დაკვრა და16 წლის ასაკში, წარმატებისთვის რომ მიეღწია, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა.
2002 წელს გამოვიდა ლავინის სადებიუტო ალბომი Let Go, რომლის გაყიდვების ტირაჟმა 8.000.000-ს მიაღწია. 17 წლის ასაკში ავრილი ჩარტების სათავეში მოექცა. 8 კვირის განმავლობაში მისი სიმღერა Complicated ჩარტების პირველ ათეულებში იყო. 2 კვირის განმავლობაში ავრილმა შექმნა 12 სიმღერა, რითაც ყველა გააოცა. ეს კომპოზიციები მოხვდა მის შემდეგ სტუდიურ ალბომში Under My Skin.
21 წლის ასაკში დაქორწინდა ჯგუფის Sum 41 სოლისტ დერეკ უიბლიზე, თუმცა წყვილი 2009 წელს დაშორდა.
ლავინის მეოთხე ალბომი, Goodbye Lullaby, 2011 წლის მარტში გამოვიდა. 2010 წელს ფილმის ალისა საოცრებათა ქვეყანაში საუნდტრეკში მოხვდა ლავინის სიმღერა Alice.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი