ესპანელი მომღერლის ბიბის ნამდვილი სახელია მარია ნივეს რებოლედო ვილა (დაბადების თარიღი 1978 წლის 9 მაისი). საერთაშორისო პოპულარობა მას სიმღერებმა Malo და Ella მოუტანა.
ბიბი ვალენსიაში დაიბადა და მალევე საცხოვრებლად ექსტრემადურაში გადავიდა, სადაც ბავშვობა გაატარა. მომღერლის ალბომმა Pafuera ესპანეთში დიდი წარმატება მოიპოვა, მსოფლიომ კი 2005 წელს ჯილდოს Latin Grammy Awards მიღების შემდეგ გაიცნო.
ბიბიმ 2009 წელს ახალი ალბომი გამოუშვა. ალბომის ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა Se Fue .