ბეკ ჰანსენი (დაბადების თარიღი 1970 წლის 8 ივლისი) ამერიკელი მუსიკოსია. ის ცნობილია სასცენო სახელით Beck.
მუსიკოსი ცნობილია საკუთარი არაპირდაპირი, ირონიული ტექსტებით, ცოცხალი ინსტრუმენტების ჟღერადობით (ის მულტიინსტრუმენტალისტია) და ხმის ეფექტებით შედგენილი პოსტმოდერნისტული არანჟირებებით.
ბეკი დაქორწინებულია მსახიობ მარისა რიბისიზე და არის საიენტოლოგიური ეკლესიის აქტიური წევრი.