The Beloved ინგლისური ელექტრონული მუსიკის ჯგუფია, მათი ყველაზე პოპულარული სინგლებია “Sweet Harmony”, “The Sun Rising”, “Hello”, “Your Love Takes Me Higher” და “Satellite”.
ბენდი 1983 წელს დაარსდა და მისი წევრები არიან ჯონ მარში და სტივენ უედინგტონი.
თავდაპირველად კი ჯგუფის წევრები მათთან ერთად ტიმ ჰარვარდი, გაი გოსდენი და ჰელენა მარშიც იყვნენ.