ბენჯამენ ერლ კინგი (1938 წლის 28 სექტემბერი – 2015 წლის 30 აპრილი) ამერიკელი სოულ და R&B მომღერალი იყო.
მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო Stand by Me, რომელმაც ევროპის ქვეყნების ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
კინგი ჯგუფში Drifters მღეროდა, თუმცა 1960 წელს დატოვა ბენდი და სოლოკარიერა დაიწყო. პირველი სოლოჰიტი Spanish Harlem 1961 წელს ჩაწერა, მომდევნო იყო Stand by Me, რომელიც ჯერი ლიბერთან და მაიკ სტოლერთან ერთად ჩაწერა.
კინგის სიმღერები ჩარტში Billboard Hot 100 დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა.