მარკო ”ბენი” ბენასი (დაბადების თარიღი 1967 წლის 13 ივლისი) იტალიელი დიჯეი, პროდიუსერი და რემიქსია. მისი ყველაზე მეტად ცნობილი ჰიტია Satisfaction (2002).
კარიერა მან ელექტრონული დუეტის Benassi Bros წერობით დაიწყო, მათი სიმღერა Illusion ძალიან პოპულარული გახდა ამერიკის კლუბებში, Hot Dance Club Play-ზე კი #4 გახდა. შემდეგი წარმატებული ჩანაწერი კი იყო Hit My Heart, ჩარტში #15 ადგილი დაიკავა.
2003 წელს ბენასიმ გამოუშვა პირველი სოლოალბომი Hypnotica, რომელმაც მოიგო ჯილდო European Border Breakers.
2008 წელს მან მოიგო ”გრემი” რემიქსისთვის Bring the Noise.