ლუი ჰექტორ ბერლიოზი (1803 წლის 11 დეკემბერი -1869 წლის 8 მარტი) ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი იყო. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა „ფანტასტიკური სიმფონია“ და „რეკვიემი“.
ბერლიოზი საფრანგეთის პატარა ქალაქ კოტ-სენტ-ანდრეში დაიბადა. მამამისი ექიმი იყო, თავისი დროისათვის უაღრესად განათლებულმა ადამიანმა შვილს მიაწოდა პირველსაწყისი ცნობები ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბუნებისმეტყველების სფეროში და გააცნო მუსიკალური სამყაროც.
”ფანტასტიკური სიმფონია” ბერლიოზის პირველი დიდი ფორმის ნაწარმოებია, პირველად შესრულდა 1830 წლის 5 დეკემბერს.