ბეთ ჰარტი (დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1972) ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორია.
ის ლოს-ანჯელესთან ახლოს, პასადენაში დაიბადა. მის ოჯახის ყველა წევრი მუსიკოსი იყო, მომღერალმა ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასაკიდან დაიწყო.
ბეთი 11 წლის იყო, როდესაც მამა ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, ამას კი მშობლების განქორწინება მოჰყვა. ოჯახის დანგრევამ დიდი გავლენა იქონია მომღერალზე და მის დაზე, რომლებიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულები გახდნენ. მისი უფროსი და გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა, რასაც ბეთი და დედა ძალიან განიცდიდნენ.
20 წლის ასაკიდან ჰარტი უკრავდა ღამის კლუბებში, 1993 წელს პირველი ალბომი ჩაწერა სახელწოდებით Beth Hart and the Ocean of Souls, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გაყიდვაში ვერ გავიდა, სწორედ ამიტომ მომღერლის სადებიუტო ალბომად შეიძლება ჩაითვალოს 1996 წელს გამოშვებული ალბომი Immortal.
დღეისათვის მას შვიდი ალბომი აქვს გამოშვებული.

მსგავსი თემები