ბეტ მიდლერი (დაბადების თარიღი 1945 წლის 1 დეკემბერი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, კომიკოსი და ფილმების პროდიუსერია.
მიდლერი ჰონოლულუში დაიბადა, პროფესიული კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. 1970 წლის შემდეგ მან ჩაწერა 14 სტუდიური ალბომი. კარიერის განმავლობაში მისი არაერთი სიმღერა მოხვდა მუსიკალური ჩარტების სათავეებში, მათ შორის “The Rose”, “Wind Beneath My Wings”, “Do You Want to Dance”, “Boogie Woogie Bugle Boy”, და “From a Distance”.
მიდლერმა ფილმში პირველად 1979 წელს ითამაშა, The Rose-მა მას „ოქროს გლობუსი“ მოუტანა. შემდეგ წლებში კი მონაწილეობა მიიღო ფილმებში Down and Out in Beverly Hills, Outrageous Fortune, Beaches, The First Wives Club და The Stepford Wives.
კარიერის მანძილზე მიდლერს მიღებული აქვს სამი „გრემი“, ოთხი „ოქროს გლობუსი“, სამი „ემი“ და ორი Tony Awards.