12 განრისხებული მამაკაცი

რეჟისორი: რობერტ სტურუა
როლებში: ზურა ინგოროყვა, სოსო აბრამიშვილი, დავით კვირცხალაია, მურმან ჯინორია, თემურ ჭიჭინაძე, ლევან ხურცია

ამერიკელი დრამატურგის რეჯინალდ როუზის ტელეპიესა.
ახალგაზრდა კაცს მკვლელობაში ედება ბრალი. 11 მსაჯული უკვე მზადაა გამოიტანოს განაჩენი… ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან, რომ არა მეთორმეტე მსაჯული, რომელიც ჯერ აიძულებს სხვებს დაეჭვდნენ თავიანთ არგუმენტებში, მერე კი გადაწყვეტილებასაც შეაცვლევინებს.

ნაფიც მსაჯულებს მეტად რთული მისია ეკისრებათ, მაგრამ ისინიც ხომ ადამიანები არიან, განსხვავებული აზრებით, შეხედულებებით – ზოგი გულისხმიერია, ზოგი დაუნდობელი. სიმართლის ძიება იოლი როდია და მათი ცხარე კამათიც მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება.

ერთ მოქმედებად
სპექტაკლის ხანგრძლივობა 105 წუთი

პროგრამა

რუსთაველის თეატრი

20 აპრილი – 19:00 სთ