ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფავორიტი

ჟანრი: ბიოგრაფიული , კომედია, დრამა
რეჟისორი: იორგოს ლანტიმოსი
როლებში: ემა სთოუნი, ოლივია კოლმანი, რეიჩელ ვაისი, ემა დელვსი

 

XVIII საუკუნის დასაწყისი. ინგლისსა და საფრანგეთს შორის ომი მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, სამეფოში ცხოვრება გრძელდება. ტახტს იკავებს ავადმყოფი დედოფალი ანა, ხოლო ქვეყნის მართვას საკუთარ თავზე იღებს მისი ახლო მეგობარი ლედი სარა. როდესაც სამეფო კარზე მოსამსახურე ებიგეილი მოხვდება, სარა მისით მოიხიბლება და მასზე ზრუნვას იწყებს. ებიგეილისთვის ეს არის შანსი, დაუბრუნდეს თავის არისტოკრატიულ ფესვებს. როგორც კი სარა იღლება გადაჭრას ომისა და მშვიდობის საკითხები, ებიგეილი მისი საუკეთესო თანაშემწე ხდება. მეგობრობა ანასთან ახალ ფავორიტს საშუალებას აძლევს საკუთარი ამბიციები განახორციელოს.

თავიდან მთავარ როლზე ქეით უენსლეიტი დაამტკიცეს, მაგრამ შემდეგ ის რეიჩელ ვაისმა შეცვალა.