მაკნატუნა: ოთხი სამეფო

ჟანრი: სათავგადასავლო, საოჯახო, ფანტასტიკა

რეჟისორი: ლასე ჰალსტრიომი, ჯო ჯონსონი
როლებში: მაკენზიფოი, კირა ნაითლი, მორგან ფრიმენი, ტომ სუიტი, ელი ბამბერი

 

სათავგადასავლო ფენტეზი ახალგაზრდა გოგონაზე სახელად კლარა, რომელსაც ყველაზე მეტად რაც სურს, ეს არის გასაღები – უნიკალური გასაღები, რომელიც სპეციალურ ყუთს ხსნის, რომელშიც მისი გარდაცვლილი დედის ფასდაუდებელი საჩუქარი დევს.

ერთ დღეს მისი ნათლიის სასახლეში ძაფებით მორთულ ყოველწლიურ სადღესასწაულო წვეულებაზე, ერთ-ერთი ოქროს ძაფი გოგონას სასურველ გასაღებამდე მიიყვანს. კლარა მოულოდნელად უცნაურ და იდუმალ პარალელურ სამყაროში აღმოჩნდება: თოვლის სამეფო, ყვავილების სამეფო და ტკბილეულის სამეფო. სწორედ აქ შეხვდება კლარა ჯარისკაც ფილიპს, თაგვების ბანდას და მათ მეფეს. მაგრამ გასაღები, რომ იპოვოს კლარა მეოთხე ბოროტ სამეფოში უნდა წავიდეს, სადაც თაგვების ტირანი მეფე ჯინჯერი ცხოვრობს.

 

სლოგანი: „საიდუმლოს გამჟღავნების დრო მოვიდა“

ფილმი ბიუჯეტი: 120 000 000 დოლარი

 

ერნსტ თეოდორ ჰოფმანის ზღაპრის „მაკნატუნა და თაგვების ხელმწიფის“ (1816 წ) ეკრანიზაცია.

 

ჰოფმანის საშობაო ზღაპარზე საბალეტო მელოდიები 1891 წელს დაწერა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთმა საუკეთესო კომპოზიტორმა – პეტრე ჩაიკოვსკიმ საიმპერატორო თეატრის დირექციის დაქვეთით.

საინტერესოა, რომ ჩაიკოვსკი თავის ქმნილებას ძირითადად საქართველოში წერდა და “არაბული (ინდური) ცეკვა” სხვა არაფერია, თუ არა ქართული “იავნანას” ოდნავი სახეცვლილება.