მტრის ნიღაბი

რეჟისორი: რობერტ სტურუა
როლებში: ბესო ზანგური, გაგი სვანიძე, მამუკა ლორია, ზაალ ბარათაშვილი, ბაჩი ლეჟავა

ბელგიელი მწერლის ამელი ნოტომის ნოველა.
მოქმედება აეროპორტში ვითარდება. წარმატებული ბიზნესმენი ჟერომი საქმეზე მიემგზავრება. შეიტყობს, რომ ფრენა გადაიდო. ჟერომს ვიღაც მგზავრი მოსვენებას არ აძლევს. შეწუხებული კაცი ცდილობს თავიდან მოიშოროს უცნობი, მაგრამ ამაოდ. ჟერომი იძულებულია მოისმინოს მისი აღსარება. შემზარავი მოსასმენია, როგორ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა იზაბელი, ვისაც მთელი ცხოვრება ეტრფოდა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ იზაბელი სწორედ ჟერომის გარდაცვლილი მეუღლეა. მაშინ პოლიციამ კვალს ვერ ვერ მიაგნო. ჟერომი თავზარდაცემულია, უცნობი კი შურისძიებისკენ მოუწოდებს. მაგრამ ვინ არის ეს უცნობი, მანიაკი თუ თავად ჟერომი?

ერთ მოქმედებად
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 80 წთ

პროგრამა

რუსთაველის თეატრი