მთვრალი ალუბალი

რეჟისორი: ლევან წულაძე, ალექსანდრე ელოშვილი
მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე, ზაზა იაქაშვილი, დავით ხახიძე, მანანა კოზაკოვა, ბარბარე დვალიშვილი, ზაზა გოგუაძე, დათო ხურცილავა, ქეთი ცხაკაია, ონისე ონიანი, ნოდარ დოღონაძე, ზურა ბერიკაშვილი, პაატა ინაური, რატი გოგუაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ნინო წულაძე, ზაზა სალია

სპექტაკლის მოქმედება კაფეში ვითარდება და გმირები კაფეს თანამშრომლები არიან. „მთვრალი ალუბალი“ თითოეული გმირის გარშემო შედგენილი ამბების ერთობლიობაა. ეს ამბები არის რეალური, სასაცილო და რომანტიული; ზოგი სევდიანი, ზოგი ბედნიერებით გაჟღენთილი…

აქ ადამიანები ერთმანეთს ხან ეფერებიან, ხან ეჩხუბებიან, რაღაცის ეშინიათ და დაუსრულებელ მოლოდინში იმყოფებიან.
ეს ცხოვრებაა. ადამიანების პრობლემებითა და ტრაგედიებით, ხშირად სულელური და უცნაური, ზოგჯერ შემზარავი, მაგრამ გულწრფელი და ნამდვილი. ისინი ხშირად იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლას მიეჩვივნენ.
და აი… „მთვრალ ალუბალში“ შეხვდა ორი მარტოსული… ასეთი განსხვავებული და ასეთი ერთნაირი…

მანანა კოზაკოვა:
„ასე მგონია, რომ ეს ის სპექტაკლია, რომელიც ადამიანებს კარგ ხასიათზე აყენებს, განტვირთვაა ნამდვილი და თან თავისი სიღრმეც აქვს. მართლაც ძალიან საინტერესო და ამავდროულად სიღრმისეული სპეკტაკლია, ყველა ტიპის ადამიანისთვის გათვლილი, ყველას შეუძლია ისიამოვნოს ამ სანახობით როგორც ახალგაზრდას, ისე მოხუცს“.

პრემიერა შედგა 2013 წლის 19 ოქტომბერს
ორ მოქმედებად, ხანგრძლივობა – 150 წუთი

„მთვრალი ალუბალი“ წლებია უკვე ანშლაგით მიმდინარეობს.

 

პროგრამა

მარჯანიშვილის თეატრი

1 მაისი – 20:00 სთ