ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მწვანე წიგნი

ჟანრი: ბიოგრაფიული, კომედია, დრამა

რეჟისორი: პიტერ ფარელი
როლებში: ვიგო მორტენსენი, მაჰერშალა ალი, ლინდა კარდელინი, დონ სტარკი

ბიუჯეტი: 23 000 000 დოლარი
დრო 130 წთ. / 02:10

გადაღლილი, მდიდარი და ნიჭიერი მუსიკოსი მძღოლად და პირად მცველად დაიქირავებს ადამიანს, რომელიც ყველაზე ნაკლებად ესადაგება ამ საქმეს. ტონი ენაზე კბილს ვერ აჭერს და არც დანა-ჩანგლის გამოყენება იცის, მაგრამ კარგად მუშაობს მუშტებით. ეს ტურნე ორივეს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

„შავკანიანი-ავტომობილისტის მწვანე წიგნი“ – ყოველწლიური გზამკვლევია, რომელიც 1936-1966 წლებში გამოდიოდა. გამოცემის პერიოდი დაემთხვა ჯიმ ქროუს კანონების ეპოქას, როდესაც საზოგადოებაში ლეგალურად მიიღო ფართო გავრცელება კანის ფერის დისკრიმინაციამ. „მწვანე წიგნი“ არათეთრ მოგზაურს საშუალებას აძლევდა მოეძებნა ღამის გასათევი, სერვისი და ბენზინგასამართი სადგური, რომლებითაც მომსახურების მიღება შეეძლო.