ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიაზ დიასამიძისა და „33 ა“-ს კონცერტი

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი ნიაზ დიასამიძისა და „33 ა“-ს კონცერტს უმასპინძლებს. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

ნიაზ დიასამიძის კონცერტები ყოველთვის საინტერესო და გამორჩეულია და არც ეს ღონისძიება იქნება გამონაკლისი. შესრულდება ყველა ის კომპოზიცია, რომელიც მსმენელისთვის ასე ნაცნობი და საყვარელია. გარდა ამისა, როგორც ყოველთვის მუსიკოსი ნაცნობ თემებზე გამორჩეულ იმპროვიზაციებსაც შემოგვთავაზებს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე: bieltebi.ge. გაყიდვა უკვე დაწყებულია.