რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ

რეჟისორი: მაია დობორჯგინიძე
მონაწილეობენ: ირაკლი გოგოლაძე, ანი ალადაშვილი, გიორგი ჯიქია, მაია ხორნაული, გიორგი მარშანია, სალომე ჭულუხაძე.

ეფრეიმ კიშონის პიესის მიხედვით.
ორ მოქმედებად.

რომეოს და ჯულიეტას ერთმანეთი არ უყვართ.
დიახ, ასეთი რამაც შეიძლება მოხდეს…

აბაზანა, უნიტაზი, სარეცხი მანქანა, გაზქურა – ასეთია რომეო და ჯულიეტას ცხოვრება 20 წლის შემდეგ.

რომეო თავისი 85 წლის რევმატიზმით დაავადებული სიდედრის სიკვდილს ელის, რათა მისი ქონება დარჩეს, რადგან ჯულიეტასთვის გათხოვების შემდეგ არაფერი მიუციათ. თავად ჯულიეტაც დაიღალა ასეთი უქონელი ქმრისგან – სულ რომ არაფერი, 20 წლის წინ თავზე თმა მაინც ქონდა და 40 კგ-ით ნაკლები იყო – ახლა კი რომეო მათბუნებელზეა შეყვარებული და ჯულიეტას თუ დაეჯერება იმპოტენტია. ამიტომ ქალი პადრეს თხოვს დახმარებას როგორმე კანონიერად მოაშოროს ეს კაცი…
რომეო კი ჯულიეტას გამზრდელ ძიძასთან „მაიმუნობს“ და ორივე ერთად ჯულიეტას ბოზანდარას და ქათამს ეძახის, რომელიც შიშველი კაცებით პატარა ასაკიდან ინტერესდებოდა…

14 წლის ლუკრეცია მშობლებს ვერ იტანს და მათგან თავის დაღწევას ცდილობს და ის „ნამდვილი სიყვარულის“ მორევში გადასავრდნად… ვილისთან იპარება.
ვილი? ვილი უილიამ შექსპირია, ვის მიმართაც პიესის გმირები პრეტენზიას გამოთქვამენ – ის ხომ ყველგან ყველას კლავს, არავის ინდობს, ეს რომეო და ჯულიეტაც მან არ შექმნა?
თუმცა პრეტენზია აქვს თავად შექსპირსაც: მას ასეთი რომეო და ჯულიეტა არ შეუქმნია.

და სიმართლე იცით რა არის?
ნამდვილი შექსპირი არ არსებობს.
რაა?!
ტრაკში ქვა!..

და თუ ოდესღაც რომეო და ჯულიეტა შხამს იმიტომ სვამდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეეძლოთ, ახლა… ცოტა ირონიული ფინალია – ისინი ერთმანეთს ასმევენ საწამლავს…
ეს ფინალია!..

თანაცხოვრებასა და ყოველდღიურობას შეუძლია თუ არა გადაფაროს ჭეშმარიტი სიყვარული, ამაზე პასუხი შექსპირს კი არა, ალბათ დრო და კავშირში არეულ ცხოვრებასაც არ აქვს…

პროგრამა

თავისუფალი თეატრი