სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი

რეჟისორი: გოგი მარგველაშვილი

როლებში: აპოლონ კუბლაშვილი, ლაშა გურგენიძე, ანი ალადაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, ჯაბა კილაძე, მარიამ ჯოლოგუა, სალომე ჭულუხაძე, გიორგი ჯიქია, შაკო მირიანაშვილი, მამუკა მუმლაძე

 

დავით კლდიაშვილის ცნობილი ნაწარმოები და მისი პერსონაჟები თანამედროვედ გამოიყურებიან. მოქმედების დრო და სივრცე შეცვლილია. იურისტი ტელეფონით აგვარებს საქმეებს, გაშლილ სუფრავს ტელეფონით ფოტოს უღებენ და ინტერნეტში ატვირთავენ, გმირებს თანამედროვე სამოსი აცვიათ, იმერული კილოც იშვიათად გვხვდება… მოკლედ, ევროპულ გარემოს მიახლოებულია, თუმცა ამბავი და ტრადიცია მაინც ქართულად რჩება. შეიძლება შეიცვალოს დრო და ეპოქა, მაგრამ უცვლელი დარჩეს შეხედულება და დამოკიდებულება…
სიუჯეტური ხაზი ნაწარმოებისას ძირთადად მიყვება, მაგრამ თუნდაც დასასრული ორიგინალურია. არისტო მამიდამისს კიდევ ერთხელ თავაზობს „გამოსავალს“ და გარდაცვლილი ბეკინა სამანიშვილის ოჯახიდან გაქცევას, როდესაც მამიდას სადღაც მეოთხე ქმარი უკვე შეურჩია და იქაურობას უნდა მოშორდნენ.

 

 

„რეჟისორი სპექტაკლის ჟანრს განსაზღვრავს, როგორც დრამატული ამბის ქრონიკას. სწორედ ქრონიკასავით სხარტად გათამაშებულ ეპიზოდებზე გვადევნებინებს თვალ-ყურს რეჟისორი, რომელიც დასრულებული ნოველებია მინი ამბებით და მასში მონაწილე გმირებით. თითოეული ეს ეპიზოდი, რომელიც ერთი და იგივე მუსიკალური პაუზის მსგავსი ხიდებით არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მცირე ფორმის სპექტაკლებია, რომელთაც მინი დრამატურგია გააჩნიათ.“

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი

 

„კარგად ნაცნობი „სამანიშვილის დედინაცვალი“ ჟანრობრივად ტრაგი-კომიკური ნაწარმოებია, ხოლო, თავად სპექტაკლი კი, დრამატული ამბის ქრონიკაა. თითოეული სიუჟეტი ერთი პატარა, მაგრამ დასრულებული მოვლენაა, რომელსაც შემდგომი ეპიზოდი მასზე დაშენებულ და ჯაჭვური რეაქციით განვითარებულ მოვლენას წარმოადგენს. პირველი: თემა თავისთავად პატარაა, მაგრამ განვითარებადი, იგი თანდათან იზრდება. მეორე: ყოველი შემდეგდართული მოვლენა მოულოდნელია. ეს იწვევს დინამიურ უცხოობას. მესამე: ყოველი ახალი ელემენტი ნაწილია მთელის და ამავე დროს საკუთარი თემაა.“

თეატრმცოდნე თამარ ცაგარელი

 

პროგრამა

თავისუფალი თეატრი

27 აპრილი – 19:00 სთ