სკანდალური დღიურები

რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე

სოციალური დრამა და თამამი განაცხადი. სპექტაკლი ზოი ჰელერის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა, რომელიც რეჟისორმა სცენაზე ქართული ადაპტაციით გადმოიტანა. „სკანდალური დღიურები“ თანამედროვეობის გამოწვევებზე, ძალადობაზე, ჩაგვრასა და სხვის ცხოვრებაში საზოგადოების ჩარევაზე გვიამბობს.

ჰუმანიტარული საგნების მასწავლებელს 15 წლის მოსწავლესთან საიდუმლო რომანი აქვს. მაგრამ ეს კავშირი შესაძლოა გამჟღავნდეს, რადგანაც ყველაფერი ცნობილი ხდება სხვა მასწავლებლისთვისაც.

2006 წელს აშშ-ში ფილმიც გადაიღეს, რომელშიც ჯუდი დენჩი და ქეით ბლანშეტი მონაწილეობენ.

 

პროგრამა

თავისუფალი თეატრი

2 მაისი – 19:00 სთ