სხვების ცხოვრება

რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
როლებში: მარიამ ჯოლოგუა, თამუნა ნიკოლაძე, კახა მიქიაშვილი, სლავა ნათენაძე, შაკო მირიანაშვილი, ლაშა გურგენიძე, მამუკა მუმლაძე, გიორგი ჯიქია

КГБ-ს აგენტი იღებს დავალებას დააყენოს მოსასმენი აპარატურა ცნობილი მწერლის სახლში, რომელიც წერს ფარულ წერილებს “ამერიკის ხმისთვის”. აგენტმა უნდა აწარმოოს თვალთვალი შემდგომში მისი შანტაჟის მიზნით. მწერალს აქვს რომანი ცნობილ მსახიობთან, რომელსაც უშიშროებასთან თანამშრომლობას აიძულებენ.
თვალთვალის დროს აგენტი ხვდება, რომ რეჟიმი საშინელებაა, რაც აგენტის გონებაში რეალურ გარდატეხას იწვევს.

ფსიქოლოგიური დეტექტივი ორ მოქმედებად.
2007 წელს გერმანიაში „სხვების ცხოვრება“ ფილმად გადაიღეს.

პროგრამა

თავისუფალი თეატრი

19 მაისი – 19:00 სთ