სოფო ბათილაშვილის სოლო კონცერტი

“ბრავო რექორდსი” წარმოგიდგენთ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტს, სადაც გაჟღერდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სიმღერების სრულიად ახალი ვერსიები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ზვიად ბოლქვაძე, ბენდი “ნიუტონი” და სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები. კონცერტის ბილეთების შეძენა, ასევე შესაძლებელია სპორტის სასახლის სალაროში.

კარი იღება: 18:00 საათზე